საინჟინრო-სააეროდრომო უზრუნველყოფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:26, 25 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საინჟინრო-სააეროდრომო უზრუნველყოფა – იმ ღონისძიებების კომპლექსი, რომელთა მიზანია აეროდრომების მომზადება და ექსპლუატაციისათვის მუდმივი მზადყოფნა მშვიდობიანობის და ომიანობის დროს. ასევე ავიაციის საბრძოლო მზადყოფნის, სიცოცხლისუნარიანობის და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ლოგისტიკური უზრუნველყოფის სახეობა. საინჟინრო-სააეროდრომო უზრუნველყოფა მოიცავს: აეროდრომების მშენებლობას, აღდგენას, რეკონსტრუქციას; მათი მისასვლელი გზების მომზადება–შენახვას და აეროდრომების შენახვას მუდმივი საექსპლუატაციო მზადყოფნის მდგომარეობაში; საავიაციო ნაწილების სიცოცხლისუნარიანობის ამაღლების და შენიღბვის საინჟინრო ღონისძიებების გატარებას. საინჟინრო-სააეროდრომო უზრუნველყოფა ახორციელებენ საინჟინრო–სააეროდრომო ნაწილები და ქვედანაყოფები სხვა სამსახურებთან ურთიერთქმედებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები