საარტილერიო-ინსტრუმენტული დაზვერვა
საარტილერიო-ინსტრუმენტული დაზვერვა – საარტილერიო დაზვერვის შემადგენელი ნაწილი, რომელიც წარმოებს აღმოჩენის და გაზომვის სხვადასხვა ხელსაწყოს დახმარებით. განსაზღვრავს ობიექტების (მიზნების) კოორდინატებს მოწინააღმდეგის განლაგებაში და ემსახურება საკუთარი არტილერიის სროლას, აგრეთვე აწარმოებს ფოტოგრამეტრიულ სამუშაოებს (ფოტოგრამმეტრიული დაზვერვა).
საარტილერიო-ინსტრუმენტული დაზვერვა იყოფა ოპტიკურ, ბგერით, რადიოლოკაციურ და რადიოტექნიკურ დაზვერვად. შესაბამისად უწოდებენ ქვედანაყოფებსაც, რომლებიც საარტილერიო-ინსტრუმენტული დაზვერვას აწარმოებენ (მათ რიცხვს განეკუთვნება სროლის ტოპოგეოდეზიური მიბმის და მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის ქვედანაყოფებიც).
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017