შეკრების პუნქტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შეკრების პუნქტი – ადგილი, სადაც თავს უყრიან სამხედრო ქვედანაყოფებს, ცალკეული კატეგორიების სამხედრო მოსამსახურეებს (რეზერვში მყოფ მოქალაქეებს), საბრძოლო ტექნიკას, სამხედრო ქონებას და სხვა. იმ ქვედანაყოფების შეკრებისათვის, რომლებიც საბრძოლო განგაშით გამოდიან, ინიშნება სპეციალური შეკრების პუნქტები, სადაც თავს იყრიან თავიანთი შეიარაღებით, სამხედრო ტექნიკით, საბრძოლო მასალებითა და სხვა მატერიალური საშუალებებით. ისინი მზად არიან გადაადგილდნენ ნაწილის (შენაერთის) თავმოყრის რაიონში ან შეასრულონ საბრძოლო ამოცანები.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017