ქიმიური ვითარება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:33, 22 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ქიმიური ვითარება - ფაქტორები და პირობები, რომლებიც წარმოიქმნება მოწინააღმდეგის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად.
ხასიათდება: მომწამლავი ნივთიერებების სახეობებით, მათი გამოყენების მასშტაბებით, ადგილმდებარეობის, წყალსაცავების და სხვადასხვა ობიექტის დასნებოვნების სიმჭიდროვით; ასევე მომწამლავი ნივთიერებების ორთქლის (აეროზოლების) გავრცელების ზონის მასშტაბებით, დაზიანებული და დასნებოვნებული პირადი შემადგენლობის, მოსახლეობის, სამხედრო ტექნიკის და სხვა მატერიალური საშუალებების რაოდენობით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017