ქიმიური ვითარება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქიმიური ვითარება - ფაქტორები და პირობები, რომლებიც წარმოიქმნება მოწინააღმდეგის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად.
ხასიათდება: მომწამლავი ნივთიერებების სახეობებით, მათი გამოყენების მასშტაბებით, ადგილმდებარეობის, წყალსაცავების და სხვადასხვა ობიექტის დასნებოვნების სიმჭიდროვით; ასევე მომწამლავი ნივთიერებების ორთქლის (აეროზოლების) გავრცელების ზონის მასშტაბებით, დაზიანებული და დასნებოვნებული პირადი შემადგენლობის, მოსახლეობის, სამხედრო ტექნიკის და სხვა მატერიალური საშუალებების რაოდენობით.