სპეციალური დამუშავების რაიონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სპეციალური დამუშავების რაიონი - რაიონი, რომელიც განკუთვნილია იმ ჯარების, სამოქალაქო თავდაცვის ფორმირებების და მოსახლეობის სრული სპეციალური დამუშავების ჩასატარებლად, რომლებმაც განიცადეს ძლიერი (საშიში) ქიმიური, რადიოაქტიური ან ბაქტერიოლოგიური დასნებოვნება.
სპეციალური დამუშავების რაიონის ძირითადი ელემენტებია: ლოდინის რაიონი, სპეციალური დამუშავების ერთი ან რამდენიმე პუნქტი, სპეციალური დამუშავების შემდეგ შეკრების რაიონი.