კოსმოსური სანავიგაციო სისტემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:37, 24 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კოსმოსური სანავიგაციო სისტემა - თანამგზავრული სისტემა, რომლის მეშვეობითაც მოძრავ ობიექტებს (წყალქვეშა ნავებს, წყალზედა ხომალდებს, მობილურ სარაკეტო კომპლექსებს) შეუძლიათ განსაზღვრონ თავიანთი კოორდინატები, მოძრაობის სიჩქარე და მიმართულება. შეიცავს სპეციალური სანავიგაციო აპარატურით აღჭურვილ ერთი ტიპის დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების ორბიტულ დაჯგუფებას, მომხმარებელთა სანავიგაციო კომპლექსის აპარატურას და დედამიწისეულ მართვის კომპლექსს.