კომბინირებული დაზიანების კერა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:23, 13 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კომბინირებული დაზიანების კერა - ტერიტორია, რომლის ფარგლებში სხვადასხვა იარაღის (ცეცხლსასროლი, ცეცხლგამჩენი, ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური) ზემოქმედების შედეგად მოხდა პირადი შემადგენლობის, ტექნიკის და ობიექტების კომბინირებული დაზიანება და შეიქმნა რთული ვითარება, რომელიც მოითხოვს სამაშველო და საავარიო-აღდგენითი სამუშაოების დაუყოვნებლივ ჩატარებას.
კომბინირებული დაზიანების კერაში ხდება ტექნიკის, იარაღის, ადგილმდებარეობის ობიექტების გაუსნებოვნება, დაზიანებულებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა, დაზიანების ზონებიდან მათი უმოკლეს ვადებში ევაკუაცია.