ბალისტიკური ტრასა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:09, 22 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბალისტიკური ტრასა – საარტილერიო პოლიგონზე სპეციალურად გამართული ადგილის მონაკვეთი საარტილერიო ჭურვების (ნაღმების, რაკეტებისა და სხვა) მოძრაობის შესასწავლად. აღჭურვილია ბალისტიკური სამიზნეებითა და ბალისტიკური ხელსაწყოებით. მათი მეშვეობით სროლის პროცესში და სროლის შედეგების დამუშავებისას განისაზღვრება წინსვლითი და რხევითი მოძრაობის აეროდინამიკური მახასიათებლები, განბნევის პარამეტრები და სხვა.