ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური საშუალებებით განპირობებული ფსიქოზური აშლილობა
ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური საშუალებებით განპირობებული ფსიქოზური აშლილობა - (F1x.5), (psychotic disorder, alcohol- or drug indused) ფსიქოზურ გამოვლინებათა ჯგუფი, რომელიც ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების შემდეგ ჩნდება, მაგრამ არ წარმოადგენს მხოლოდ მწვავე ინტოქსიკაციის ან აღკვეთის მდგომარეობის შედეგს.
აშლილობა ჰალუცინაციებით ხასიათდება (როგორც წესი, სმენითი, მაგრამ ხშირად რამდენიმე სენსორულ მოდალობაში), აღქმის დამახინჯებით, ბოდვით (ხშირად პარანოიდული პერსეკუტორული შინაარსით), ფსიქომოტორული დარღვევებით (აღგზნებით ან შეკავებით) და აფექტური დარღვევით (ძლიერი შიშის განცდიდან ექსტაზამდე). ჩვეულებრივ, ცნობიერება ნათელი რჩება, მაგრამ რაღაც გარკვეულ დონეზე, შესაძლოა მისი დაბინდვა.
ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური საშუალებებით გამოაწვეული ფსიქოზური აშლილობები
- ალკოჰოლური ჰალუცინოზი (alcoholic hallucinosis)
- ალკოჰოლური პარანოია (alcoholic paranoia)
- ალკოჰოლური ღაზოიანობის (ეჭვიანობის) ბოდვითი აზრები (alcohol jealousy)
- კორსაკოვის ფსიქოზი (Korsakov psychosis)
- ალკოჰოლური დემენცია (alcoholic dementia)
- ვერნიკეს ენცეფალოპათია (Wernicke encephalopathy)
- ამნეზიური სინდრომი გამოწვეული ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებებით
იხილეთ აგრეთვე
აშლილობა გამოწვეული ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით