ექსჰიბიციონიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:13, 30 ივლისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ექსჰიბიციონიზმი - (F65.2), (exhibitionism), სექსუალურ უპირატესობათა აშლილობა (პარაფილია), რომელიც გამოიხატება უცხო ხალხში (ჩვეულებრივ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში) ასევე საზიგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გენიტალიების ჩვენების განმეორებითი ან მყარი ტენდენციებით, მაგრამ ასეთი ქმედებები არ ითვალისწინებს უფრო მჭიდრო კონტაქტში შესვლის შეთავაზებებს. ჩვეულებრივ, მაგრამ არა ყოველთვის, გაშიშვლებას თან სდევს სქესობრივი აღგზნება და შემდგომი მასტურბაცია.