ანტიჰისტამინური საშუალება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტიჰისტამინური საშუალება - (antihistamine) – თერაპიული მოქმედების სამკურნალწამლო ნივთიერებათა ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც გამოიყენება ალერგიული პათოლოგიის დროს, მათი სედატიური მოქმედების გათვალისწინებით, ზოგჯერ როგორც შფოთვის მომხსნელი და საძილე საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედებით ანტიჰისტამინური საშუალებები კლასიფიცირდება როგორც H1 რეცეპტორების ბლოკატორები. მედიკამენტების აღნიშნული ჯგუფი სედატიური და რელაქსაციური მოქმედების გამო (განსაკუთრებით მოზარდების მიერ), არასამედიცინო მიზნითაც მოიხმარება. ვითარდება ზომიერი ტოლერანტობა, მაგრამ არ შეინიშნება დამოკიდებულების სინდრომისა და აღკვეთის სინდრომის განვითარება.

ანტიჰისტამინური საშუალებების მეორე კლასი, H2 რეცეპტორების ბლპოკატორები, თრგუნავს კუჭის წვენის სეკრეციას და გამოიყენება პეპტიური წყლულის და გასტროეზოფაგური რეფლუქსის სამკურნალოდ. მონაცემები იმის შესახებ, რომ აღნიშნულ ნივთიერებებს გააჩნია დამოკიდებულების პოტენციალი, არ მოიპოვება.

ანტიჰისტამინური საშუალებების არასწორი მოხმარება ჩართულია დსკ მე-10 საერთაშორისო გადასინჯვაში, როგორც F55: მავნედ გამოყენება ნივთიერებების, რომლებიც არ იწვევს დამოკიდებულებას.



იხილე აგრეთვე

დოპინგი

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები