გლობალიზაციის KOF-ინდექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გლობალიზაციის KOF-ინდექსი (KOF Globalization Index) - გლობალიზაციის კომპლექსური მაჩვენებელი, რომელიც შეიქმნა 2002 წელს. მონაცემები ძირითადად ეყრდნობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის, ვაჭრობისა და განვითარების შესახებ გაეროს კონფერენციის წლიურ ანგარიშებს, საერთაშორისო საფოსტო სტატისტიკის საინფორმაციო მასალებს. გლობალიზაციის KOF-ინდექსის ზოგადი მაჩვენებლის მიხედვით ლიდერობენ და პირველ ათეულში შედიან: ბელგია, ირლანდია, ნიდერლანდი, შვეიცარია, ავსტრია, შვედეთი, დანია, კანადა, ლუქსემბურგი და უნგრეთი. ამ მაჩვენებლით საქართველო 59,85%-ით 90-ე ადგილზეა. გლობალიზაციის KOF ინდექსით (პროცენტული გამოსახულებით) ყოველწლიურად განისაზღვრება მსოფლიოს 158 ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გლობალიზაციის ხარისხი.

სარჩევი

პოლიტიკური გლობალიზა

პოლიტიკური გლობალიზაცია გამოითვლება ისეთი მაჩვენებლებით, როგორიცაა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა, ქვეყანაში საელჩოებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების რაოდენობა, გაეროს უსაფრთხოების მისიის წევრობა. ამ მაჩვენებლით განისაზღვრება სამთავრობო პოლიტიკის გავრცელების ხარისხი. პოლიტიკურ გლობალიზაციაში, საერთაშორისო წესრიგის დამყარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი როლი გაეროსა და სხვა სტრუქტურებს აკისრია. პოლიტიკური გლობალიზაციის მაჩვენებლის მიხედვით პირველ ათეულში შედიან: საფრანგეთი, იტალია, ბელგია, ავსტრია, შვედეთი, შვეიცარია, კანადა, აშშ და პოლონეთი. ამ ქვეყნებში პოლიტიკური გლობალიზაციის KOFინდექსი 93,88%-სა და 89,03% - -ს შორის ფიქსირდება. საქართველო 46,08%-ით 138 - -ე ადგილზეა.

ეკონომიკური გლობალიზა

ეკონომიკური გლობალიზაცია, რომელშიც მნიშვნელოვან როლს ტრანსეროვნული კორპორაციები (ტეკ-ები) ასრულებენ, - განისაზღვრება ისეთი მაჩვენებლებით, როგორიცაა საქონლის, მომსახურების, კაპიტალის საზღვარგარეთ გატანის მასშტაბები და საგარეო ვაჭრობაში ჩართულობის დონე, გახსნილობისა და ინტეგრირების ტენდენციების გაძლიერება, ინფორმაციების ნაკადების შორ მანძილზე გავრცელების ხარისხი, უცხოური ინვესტიციების ქვეყანაში შემოდინების მოცულობა, საერთაშორისო ვაჭრობაში საბაჟო პოლიტიკის სიმკაცრის ხარისხი და საიმპორტო ბარიერები და ა.შ. ეკონომიკური გლობალიზაცია მრავალმხრივი პროცესია. იგი აძლიერებს ქვეყნებს შორის ურთიერთკავშირსა და სამეურნეო ინტერნაციონალიზაციას.

ეკონომიკური გლობალიზაციის KOF-ინდექსი, რომელიც გამოხატავს მოცემული ქვეყნის მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირების ხარისხს, 96,67%-სა და 88,11% - შორის ფიქსირდება. ამ მაჩვენებლით პირველ ათეულში შედიან: სინგაპური, ლუქსემბურგი, ირლანდია, მალტა, ბელგია, ნიდერლანდი, ესტონეთი, უნგრეთი, ბაჰრეინი, შვედეთი, ხოლო საქართველო 69,43%-ით 51-ე ადგილზეა.

სოციალური გლობალიზა

სოციალური გლობალიზაცია განისაზღვრება საერთაშორისო ტურიზმის განვითარების დონით, საერთაშორისო სატელეფონო კავშირებითა და წერილებით, ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში უცხოელთა წილით, ყოველ 1000 კაცზე ინტერნეტით მომხმარებელ თა რაოდენობით, წიგნებისა და გაზეთების ვაჭრობით მიღებული შემოსავლების წილით მშპ-ში და მშპ ა.შ. იგი, კულტურის უნივერსალიზაციის საფუძველზე, ხელს უწყობს ჩამორჩენილი ქვეყნების ხალხთა ცხოვრების წესში თანამედროვე ცივილიზაციის ელემენტების დამკვიდრებას, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა ქვეყანათა ცხოვრების წესის დაახლოვებაში.

სოციალური გლობალიზაციის მაჩვენებლის მიხედვით პირველ ათეულშია: ლუქსემბურგი, შვეიცარია. ირლანდია, ანტიგუა და ბარბუდა, კვიპროსი, პუერტორიკო, სინგაპური, ავსტრია, გრენადა და ბელგია. ამ ქვეყნებში სოციალური გლობალიზაციის KOFინდექსი 93,87%-სა და 88,12%-ს შორის ფარგლებშია. საქართველოს ამ მაჩვენებლით 58,94%-ით 83-ე ადგილი უჭირავს.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები