ელევსინური მისტერიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ელევსინური მისტერიები – რელიგიური დღესასწაული ძველ საბერძნეთში, მიძღვნილი დემეტრასა და მის ქალიშვილ პერსეფონასადმი. საიდუმლო მაგიური რიტუალი, რომელიც სრულდებოდა ძველთაგანვე ელევსინის დასახლებაში (ათენთან ახლოს).

ატიკასთან მიერთების შემდგომ, შეითავსა რა დიონისეს კულტის ცალკეული ელემენტები, ელევსინური მისტერიები საფუძვლად დაედო ათენის საერთო სახელმწიფო დღესასწაულებს. რიტუალში შედიოდა საზეიმო მსვლელობა ათენიდან ელევსინში და აგრეთვე წარმოდგენა, რომელშიც ასახული იყო დემეტრას მწუხარება ქალიშვილის დაკარგვის გამო და შემდგომ კი პოვნით გამოწვეული სიხარული. ამ წარმოდგენის დეტალები, რომელშიც, როგორც ჩანს, ჩართული იყო პანტომიმა და წმინდა ტექსტების კითხვა, დღემდე უცნობია. ელევსინური მისტერიების კავშირი ბერძნული ტრაგედიის აღმოცენებასთან, მხოლოდ ვარაუდია.


იხილე აგრეთვე

ელევსინიები

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები