ლემანის კვესურები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლემანის კვესურები – (Lemann’s hachures), კვესურების სკალა, რომელიც მთიანი რელიეფის გამოსახვის მიზნით 1799 წელს შექმნა საქსონელმა კარტოგრაფმა იოჰან ლემანმა. ფართოდ გავრცელდა ევროპაში. იყენებდნენ XIX საუკუნის დამლევამდე, როგორც ტოპოგრაფიულ რუკებზე რელიეფის გამოსახვის საუკეთესო საშუალებას. ზოგიერთი რუკა კარტოგრაფიული ხელოვნების ნიმუშად იქნა აღიარებული. ფერდობების დახრილობას გამოსახავდნენ 10 გრადაციის მქონე შტრიხებით. შტრიხების სიგანისა და შტრიხებს შორის ნათელი ზოლის თანაფარდობის ცვალებადობა ქმნიდა სხვადასხვა დახრილობის ეფექტს. 450-ზე მეტი დახრილობის მქონე ფერდობები იფარებოდა შავი ფერით. მოგვიანებით ლემანის შტრიხების მეთოდი შეიცვალა ჰორიზონტალებით. გვერდითმა განათებამ და ჩრდილების დადებამ გააძლიერა რელიეფის ფორმების აღქმა.