მელიქ-ფაშაევი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრე მელიქ-ფაშაევი – (10. X. 1905, თბილისი – 8. VI. 1964, მოსკოვი], დირიჟორი. სსრკ სახალხო არტისტი (1951). დაამთავრა ლენინგრადის კონსერვატორია (1930, ა. გაუკის მოწაფე), 1923-31 იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი,1931-იდან გარდაცვალებამდე სსრკ დიდი თეატრის დირიჟორი (1953-62 მთავარი დირიჟორი).

მელიქ-ფაშაევი თავისი დროის გამოჩენილი საოპერო დირიჟორია. მისი საუკეთესო დადგმებია: გლინკას „რუსლან და ლიუდმილა“, ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“ და „ქოშები“, ვერდის აიდა, პროკოფიევისომი და მშვიდობა“, ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ (1939). დირიჟორობდა სიმფონიური მუსიკის მონუმენტურ ნაწარმოებებს. გასტროლებს მართავდა საზღვარგარეთ. სსრკ სახელმწიფო პრემიების ლაურეატი (1942, 1943).


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები