მონტრეს კონფერენცია 1937
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მონტრეს კონფერენცია 1937 - მოიწვიეს დიდი ბრიტანეთის ინიციატივით და ჩატარდა 12. IV 8. V მონტრეში (შვეიცარია). მასში მონაწილეობდნენ ეგვიპტე და ამ ქვეყანაში კაპიტულაციური პრივილეგიებით მოსარგებლე სახელმწიფოები: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდი, ესპანეთი, პორტუგალია, ნორვეგია, დანია. შვედეთი და საბერძნეთი. მონტრეს კონფერენციაზე ხელი მოაწერეს კონვენციას ეგვიპტეში კაპიტულაციის რეჟიმის სრული გაუქმებისა და უცხოელებზე ეგვიპტის კანონთა გავრცელების შესახებ. კონვენცია ითვალისწინებდა „გარდამავალ პერიოდს", რომლის განმავლობაში ეგვიპტის სუვერენიტეტი სერიოზულად შეიზღუდებოდა, სინამდვილეში კაპიტულაციის რეჟიმის ლიკვიდაციის პროცესი ეგვიპტეში გაგრძელდა 1949-მდე.