ნეაპოლური სიმღერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნეაპოლური სიმღერა – (იტალ. canzone napoletana), ყოფითი და საესტრადო ლირიკული სიმღერის ჟანრი, რომელიც ფართოდაა გავრცელებული იტალიასა და მის საზღვრებს გარეთ. ახასიათებს განსაკუთრებული მღერადობა, პლასტიკურობა, ნატიფი მელოდია, დიდი ექსპრესიულობა, შეიქმნა XVII საუკუნეში ნეაპოლური ოპერა−ბუფის სოლო ნომრებისაგან.

ნეაპოლური სიმღერის ერთ-ერთი პირველი ნიმუშია „მე შენ ძლიერ მიყვარხარ“, რომელსაც გ. დონიცეტის მიაწერენ (დაახლოებით 1835). უფრო გვიანდელი პოპულარული ნეაპოლური სიმღერებია: ტ. კოტრაუს „სანტა-ლუჩია“ (1850), ლ. დენცას „ფუნიკული-ფუნიკულა“ (1880), ე. დი კაპუას „ჩემი ვარსკვლავი“ (1898), ე. დე კურტისის „დაბრუნდი სორენტოში“ (1902), დ. მოდუნოის „ლაძარელა“ (1957) და სხვ. ნეაპოლური სიმღერის გამოჩენილი შემსრულებლები იყვნენ: ჯ. პასკუარიელო, ე. დონარუმა (XX ს. დასწყისი); ე. კარუზო, ბ. ჯილი, თანამედროვეთაგან – ლ. ტაიოლი, კ. ვილა და სხვ.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები