ნეორეალიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნეორეალიზმი – (ბერძნ. neos – ახალი და რეალიზმი) – მიმართულება იტალიურ ხელოვნებასა და ლიტერატურაში, რომელიც წარმოიშვა მე-20 საუკუნის 40-50-იან წწ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ; განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა იტალიურ კინემატოგრაფზე. ნეორეალიზმი სათავეს იღებს ვერიზმიდან (მე-19 საუკუნის ბოლო, მე-20 ს. დასაწყისი). გამოირჩეოდა დემოკრატიზმით, პროტესტით სოციალური უსამართლობის მიმართ. ამ მიმართულებისთვის დამახასიათებელი იყო ლაკონური, უბრალო, თავშეკავებული სტილი; ყურადღების ცენტრში მოქცეული იყო ჩვეულებრივი, უბრალო ადამიანის ბედი.