ნიმვეგენის საზავო ხელშეკრულებები 1678-79
ნიმვეგენის საზავო ხელშეკრულებები 1678-79 – ხელი მოაწერეს ნიმვეგენში (თანახმადვე ნეიმეგენი, ნიდერლანდი), დაასრულა 1672-78 ომი საფრანგეთსა და შვედეთს, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, ჰოლანდიას, ესპანეთს, ჰაბსბურგთა იმპერიას, ბრანდენბურგსა და დანიას შორის.
საფრანგეთ-ჰოლანდიის ხელშეკრულებით (10.VIII.1678) საფრანგეთმა ჰოლანდიას დაუბრუნა ომის დროს დაკავებული ტერიტორიები ქ. მაასტრიხტიდან და გააუქმა მაღალი საბაჟო ტარიფი 1667. რომელიც ძირს უთხრიდა ჰოლანდიის ვაჭრობას. ჰოლანდიამ ცნო საფრანგეთის კოლონიური უფლებები გვიანასა და სენეგალში. საფრანგეთ-ესპანეთის ხელშეკრულებით (17.IX.1678) ესპანეთმა დაუთმო საფრანგეთს ფრანშ-კონტეს პროვინცია და სიმაგრეთა ხაზი ესპანურ ნიდერლანდში, ხოლო სამაგიეროდ საფრანგეთისგან მიიღო მთელი რიგი ბელგიური ქალაქები და სიმაგრეები, რომლებიც საფრანგეთს გადაეცა აახენის საზავო ხელშეკრულებით 1668, ქალაქი და საჰერცოგო ლიმბურგი, ჰუჩსერდა კატალონიაში, საფრანგეთისა და ჰაბსბურგთა იმპერიის ხელშეკრულებით (5.II.1679). საფრანგეთმა უარი თქვა გარნიზონის ყოლის უფლებაზე ფილიპსბურგის ციხე-სიმაგრეში მდ. რაინზე, მაგრამ შეინარჩუნა ძველი ბრეისგაუ და ფრაიბურგი. ხელშეკრულებამ დაადასტურა ვესტფალიის ზავის 1648 პირობები. საფრანგეთსა და შვედეთთან ბრანდენბურგის მიერ დადებული ხელშეკრულებით (29.VI.1679) ბრანდენბურგის კურფიურსტმა შვედეთს დაუბრუნა პომერანიის ნაწილი და მდ. ოდერის შესართავის ნაწილი. საფრანგეთ-დანიის ხელშეკრულებით (2.IX.1679), დანიამ იკისრა, დაებრუნებინა შვედეთისათვის სკანიასა და ბალტიის ზღვის სანაპიროზე დაპყრობილი მიწები. რაც დადასტურდა დანია-შვედეთის ხელშეკრულებით (20.1 X.1679). შვედეთ-ჰოლანდიის საზავო ხელშეკრულებამ, რომელიც დაიდო 12.X.1679 (ტერიტორიულ ცვლილებათა გარეშე), დაასრულა ნიმვეგენის საზავო ხელშეკრულებათა სისტემა.