ნინეჩერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნინეჩერი

ნინეჩერი – (ეგვ. „ღმერთის“), მეორე დინასტიის მესამე ფარაონი (დაახლ. XXVII? ს.ჩვ.წ.-მდე).

პალერმოს ქვაზე მოთავსებული ინფორმაცია მისი მეფობის შესახებ მეცხრამეტე წლით წყდება, მაგრამ სხვადასხვა ქვის ჭურჭელზე მოხსენიებულია მის დროს ჩატარებული „ხორის მეჩვიდმეტე გაცილება“ (ტარდებოდა ორ წელიწადში ერთხელ). სავარაუდოდ, ნინეჩერმა იმეფა სულ ცოტა 35 წელი. მისი სამარხი აღმოჩენილია საქქარაში, ხეტეპსეხემუის სამარხიდან დაახლოებით 130 მეტრის დაშორებით. პალერმოს ქვის თანახმად, მისი მეფობის დროს ჩატარებული რელიგიური დღესასწაულები, ნეხბეტისადმი მიძღვნილი დღესასწაულის გარდა, დაკავშირებულია მემფისის რეგიონის ღმერთებთან (სოკარის დღესასწაული, აპისის რბოლა და სხვ), რაც შესაძლოა ნიშანდობლივია, რადგან თუ არ ჩავთვლით ნინეჩერის ქვის ჭურჭელს, რომელიც ნაპოვნია (ხელახალი გამოყენების მიზნით) პერიბსენის და ხასეხემუის სამარხებში აბიდოსში, მისი არტეფაქტები საერთოდ არ არის მოძიებული მემფისის რეგიონის გარეთ. შესაძლოა, ამ დროს ქვეყანაში დაიძაბა სიტუაცია და სამეფო კარის მოქმედების არეალი შეზღუდული იყო. პალერმოს ქვაზე მოხსენიებულია „შეტევა ჩრდილოეთზე“, რასაც ხსნიან, როგორც აჯანყებას ქვემო ეგვიპტეში. სავარაუდოდ, ქვეყანაში დაწყებული არეულობის გამო ვერ ჩატარდა ნინეჩერის ხებსედიც. გარდა მრავალი ქვის ჭურჭლისა, ნინეჩერის მეფობიდან შემორჩენილია ორი არტეფაქტი მისი სახელით: სპილოს ძვლის ჭურჭელი საქქარადან და მცირ ზომის ალებასტრის ქანდაკება, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ეგვიპტის ხელოვნებისათვის, რადგან ეს არის უძველესი მთლიანი და დადასტურებული სამგანზომილებიანი მეფის ქანდაკება, (ნინეჩერი გამოსახულია ზემო ეგვიპტის გვირგვინით, დღემდე მოძიებული ეგვიპტეში. ვ. ემერი აიგივებს ნინეჩერს მანეთონის ბინოთრისთან რომლის დროსაც, მანეთონის ცნობით, დაშვებული იქნა, რომ ქალებმა შეიძლება იმეფონ. მანეთონი მას მეფობის 47 წელს მიაწერს.




წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები