ორფრთიანები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ორფრთიანები (Diptera; ბერძნ. dis ორჯერ, ორგზის + pteron ფრთა) – მწერების რაზმი; მიეკუთვნება Pterigata-ს (ფრთიანები) ქვეკლასს. ვითარდებიან სრული გარდაქმნით (Holometabola). მის შემადგენლობაშია ქვერაზმი Brachycera (მოკლეულვაშიანები), რომელიც აერთიანებს ოჯახებს:
Hypodermatidae (კანქვეშა ბორები), Gastrophilidae (კუჭის ბორები), Oestridae (ცხვირხახის ბორები), Muscidae (ნამდვილი ბუზები), Calliphoridae (ლეშის ბუზები), Sarcophagidae (ხორცის რუხი ბუზები),Tabanidae (ბუზანკალები), Hippoboscidae (სისხლმწოვები) და ქვერაზმი Nematocera (გრძელულვაშიანები), რომელიც აერთიანებს ოჯახებს: Culicidae (კოღოები), Simuliidae (ქინქლები), Ceratopogonidae (ოფები), Phlebotomidae (მოსკიტები).