პათოლოგიური ლტოლვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლტოლვა (პათოლოგიური) [craving] – ძალიან დიდი სურვილი მიიღოს ფსიქოაქტიური ნივთიერება ან განიცადოს ამ ნივთიერებით გამოწვეული ინტოქსიკაციის გავლენა.
ტერმინს „ლტოლვა“ ხშირად იყენებენ, რათა განმარტებულ იქნას დარღვეული კონტროლის სავარაუდო მექანიზმები. ცალკეული ავტორები მიიჩნევენ, რომ იგი, მთლიანად ან ნაწილობრივ, ჩნდება კონდიციონირებული (პირობით – რეფლექსური) ასოციაციების შედეგად და გამოწვეულია აღკვეთის კონდიციონირებული მდგომარებით.
ლტოლვა შესაძლებელია აგრეთვე გამოწვეული იყოს ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებით აღძრული აღკვეთის სინდრომის მსგავსი ნებისმიერი ფიზიოლოგიური აღგზნებით.
იხილე აგრეთვე
- კომპულსიური ლტოლვა;
- კონტროლი, დარღვეული;
- დამოკიდებულების სინდრომი;
- აღკვეთის სინდრომი;
- კონდიციონირება.