რელიეფის დაჩრდილვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რელიეფის ჩრდილებით გამოსახვა ე. იმჰოფის მიერ

რელიეფის დაჩრდილვა – (relief shading, hill toning), რელიეფის გამოსახვის პლასტიკური ხერხი. ემყარება რუკის რომელიმე წერტილიდან, უმეტესად ზედა მარცხენა კუთხიდან, რელიეფის წარმოსახვით განათებას და ჩრდილების მხედველობითი აღქმით ამობურცულობის ეფექტის მიღებას.

მთიანი მხარის მოცულობითი ეფექტის შესაქმნელად ფერდობებზე ჩრდილების გრაფიკული დადება ხდება აკვარელის ან ტუშის სუსტი ხსნარით, აგრეთვე ავტომატურად – წერტილოვანი რასტრის გამოყენებით. რასტრის სიმჭიდროვე გამოითვლება რელიეფის ციფრული მოდელიდან. ჩრდილების დადების ტრადიციული მეთოდით სინათლის წყარო რუკის ზედა მარცხენა კუთხეშია, რასაც ჩრდილო-დასავლეთის განათება ეწოდება. ამ დროს განათებულია დასავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის ფერდობები, ხოლო აღმოსავლეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის ფერდობები ჩრდილშია. ხდება აგრეთვე შვეული (ზემოდან) და კომბინირებული (ზემოდან და ჩრდილო-დასავლეთიდან) განათებაც. რელიეფის ჩრდილებით გამოსახვის მსოფლიოში აღიარებულ ოსტატად ითვლება კარტოგრაფიის პროფესორი ედუარდ იმჰოფი (1895-1986, შვეიცარია). საუკეთესოა მის მიერ შედგენილი (შექმნილი) რელიეფის რუკები შვეიცარიის სასკოლო და ეროვნული ატლასებისთვის. მხატვარი და მეცნიერი ჯერ თვითმფრინავიდან აკვირდებოდა ტერიტორიას, შემდეგ ქმნიდა მის მაკეტს და ამის შემდეგ ჰიფსომეტრიულ საფუძველზე ადებდა ჩრდილებს ფანქრით, ტუშით და თეთრი საღებავით. ე.იმჰოფის პიროვნებაში გაერთიანებული იყო მეცნიერის ფართო დიაპაზონი და დახვეწილი გრაფიკული ინტელექტი.


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები