რერო (საესტრადო ორკესტრი)
„რერო“ – საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის საესტრადო ორკესტრი. დაარსდა 1957. მისი დამაარსებელი და ხელმძღვანელი (1957-74 და 1979-90) იყო კ. პევზნერი. ორკესტრის შემადგენლობაში იყვნენ ცნობილი სასტრადო მომღერლები: ლ. გეგელია, ნ. ბრეგვაძე, ე. კაკულია, მ. ძიძიგური, ვ. კიკაბიძე, ა. ებრალიძე, ე. ჭელიძე, გ. ჩოხელი, ნ. დუმბაძე, ზ. რცხილაძე, ს. კოროშინაძე, ნ. აბესაძე, ი. სოხაძე, მ. მენაბდე. 1974-79 ორკესტრს ხელმძღვანელობდა კომპოზიტორი გ. გაჩეჩილაძე. 1985-იდან სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა ვ. კიკაბიძე. 1988 საესტრადო ორკესტრის არსებობა შეწყდა. მის შემოქმედებაში დიდი ადგილი ეჭირა ქართველი კომპოზიტორების ო. თაქთაქიშვილის, გ. ცაბაძის, გ. ყანჩელის, ვ. აზარაშვილის, ჯ. კახიძის და კ. პევზნერის ნაწარმოებებს. ორკესტრი დიდი პოლულარობით სარგებლობდა 50-იან წწ. თბილისის მაყურებელთა შორის. ორკესტრმა გასტროლებით შემოიარა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები და საზღვარგარეთის ბევრი ქვეყანა.