რივერა ჯანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯანი რივერა – (იტალ. Giovanni (Gianni) Rivera), იტალიელი ფეხბურთელი, ნახევარმცველი.

დაიბადა 1943 წელს, ვალე სან ბარტოლომეოში ქ. ალესანდრიას მახლობლად, რკინიგზელის ოჯახში. ბავშვობაში აღმოჩნდა ფეხბურთის გუნდში, რომელიც ერთ- ერთ ეკლესიასთან ჩამოყალიბდა. ჯანის პირველი მწვრთნელი ახალგაზრდა მღვდელი იყო. მალე ტერეზიო რივერამ (მომავალი „ვარსკვლავის“ მამამ) ბავშვი ქ. ალესანდრიის სტადიონზე წაიყვანა და ნამდვილი ფეხბურთი ანახა. ჯანის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

სარჩევი

ადრებული წლები

14 წლის ჯანი მამამ „უნიონე სპორტივო ალესანდრიას“ ხელმძღვანელებს მიჰგვარა. „ალესანდრია“ იტალიის ჩემპიონატის პირველ ლიგაში გამოდიოდა. მისი ემისრები პიემონტის ქალაქებსა თუ სოფლებში დადიოდნენ და ნიჭიერ ბავშვებს ეძებდნენ. ეს გასაგებიც იყო. ამ პატარა ქალაქის კლუბს, რომელიც ისედაც მძიმე ტვირთად აწვა მუნიციპალიტეტს, არ ჰქონდა საშუალება, რომ იტალიური ფეხბურთის „გრანდების“ – „მილანის“, „ინტერნაციონალეს“, „იუვენტუსისა“ და სხვათა მსგავსად განთქმული უცხოელი „ვარსკვლავები“ ეყიდა. რჩებოდა გუნდის გაძლიერების ერთი საშუალება – საკუთარი, იტალიელი ახალგაზრდების ძებნა და დაწინაურება.

„ალესანდრიას“ ჭაბუკ ფეხბურთელთა მწვრთნელმა ერნესტო კორნარომ ახედ-დახედა ყმაწვილს და თავი გააქნია. ჯანი მეტად სუსტი აგებულებისა იყო და გამხდარიც. მაგრამ როდესაც რივერას ბურთი მისცეს და სხვადასხვა ილეთების შესრულება მოსთხოვეს „ალესანდრიას“ მწვრთნელები ძალზე კმაყოფილნი დარჩნენ. ეს კიდევ არაფერი. იმავე დღეს ჯანი ჭაბუკთა საწვრთნელ მატჩში მიილო მონაწილეობა. რივერამ ტექნიკასთან ერთად საოცარი გამჭრიახობაც უჩვენა მწვრთნელებს. ცხადი იყო, იგი თავის ტოლებს ამკარად აღემატებრდა. „ალესანდრიას“ უფროსმა მწვრთნელმა ფრანკო პედრონიმ იგი დაუყოვნებლივ ჩარიცხა გუნდში. ჭაბუკი ფეხბურთელები უფროსებთან ერთად მონაწილეობდნენ იტალიის ჩემპიონატში მათთვის სპეციალურად დაწესებულ ჯილდოზე. ჩვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იყო დუბლიორთა შეჯიბრება.

მალე რივერას თამაში ერთმა განთქმულმა სპეციალისტმაც ნახა. ეს იყო უაღრესად პოპულარული თავდამსხმელი, ომამდელი იტალიელი „ტიფოზების“ კერპი სილვიო პიოლა. მას შემდეგ, რაც ასაკის გამო თამაშს თავი დაანება, პიოლა პროფესიონალი მწვრთნელი გახდა. და აი მოხდა ისე, რომ იგი „ალესანდრიას“ ჭაბუკების ერთ-ერთ მატჩს დაესწრო.

თამამის დაწყებიდან სულ რამდენიმე წუთი გავიდა, პიოლა კი თითქოს „გამოირთო“. იგი მხოლოდ და მხოლოდ რივერას ადევნებდა თვალყურს. ყოფილი „ვარსკვლავი“ ვერ მალავდა აღფრთოვანებას. „ეს ფანტასტიკურია ეს ბავშვი ბურთით ყველაფერს აკეთებს, რასაც კი მოისურვებს, ამაზე ნიჭიერი ფეხბურთელი არასოდეს მინახავს ეს ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია, მარტო იტალიაში კი არა, მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, მისი კარიერა უბრწყინვალესი იქნება“.

„ალესანდრიას“ მწვრთნელებმა როდი გაიზიარეს პიოლას ესოდენი აღფრთოვანება, თუმცა თვითონაც კარგად ხედავდნენ, როგორ ნიჭიერ ყმაწვილთან ჰქონდათ საქმე. რივერა თითქოს საფეხბურთო დირიჟორად დაიბადაო. მახვილგონიერი ფეხბურთელი იყო, ჩინებულად წარმართავდა პარტნიორების თამაშს. ხან „სიჩქარეს ჩართავდა“ და ცეცხლოვან იერიშს წამოიწყებდა. ხან ტემპს „აგდებდა“. როცა საჭირო იყო, რივერა ჟონგლიორულად ატარებდა ბურთს, ნაირნაირ ილეთებს ფლობდა.ეს ბურთის ზედმეტი „თრევა" როდი იყო. რივერა პარტნიორებს საშუალებას აძლევდა ძალები მოეკრიბათ ახალი იერიშების წინ. არა მარტო ჭაბუკები, არამედ „ალესანდრიას“ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებიც რივერას დიდ პატივს სცემდნენ და „სკიაფინოს“ უწოდებდნენ.

და აი, 1958 წლის სეზონის ერთ-ერთი მატჩის წინ მწვრთნელმა ფრანკო პედრონიმ გადაწყვიტა 15 წლის ჭაბუკი ძირითად შემადგენლობაში გამოეყვანა. მეტოქე მეტისმეტად მრისხანე იყო – იტალიის მრავალგზის ჩემპიონი „ინტერნაციონალე“. ამ მატჩის შემდეგ, რომელიც ფრედ (1:1) დამთავრდა, მიმომხილველებმა ერთხმად აღნიშნეს რივერას დიდი ტალანტი, ცხადი გახდა, რომ პროვინციული „ალესანდრია“ ვერ შეძლებდა მის შენარჩუნებას –რივერსას რომელიმე დიდი კლუბი გადაიბირებდა.

რახან რივერას მაინც გაყიდვა მოელოდა, მწვრთნელმა ფრანკო პედრონიმ გადაწყვიტა თავისი ყოფილი მასწავლებლის ჯიპო ვიანის გული მოეგო. ვიანი იმ ხანებში „მილანს“ ხელმძღვანელობდა, მის განკარგულებაში იყო ამ კლუბის პრეზიდენტის, ცნობილ მრეწველ ანდრეა რიცოლის მილიონები. პედრონიმ ვიანის შეატყობინა, რომ მოხარული იქნებოდა სწორედ „მილანისათვის" დაეთმო მეტად ნიჭიერი ჭაბუკი. გარიგება შედგა. რივერა ჯერ 16 წლისაც არ იყო. მასში „მილანმა“ გადაიხადა უჩვეულოდ დიდი თანხა – 120 მილიონი ლირა სწორედ მაშინ დაერქვა ჯანი რივერას „რავაცო დ,ორო“ („ოქროს ბიჭი“).

მიმომხილველები მიიჩნევდნენ, რომ „მილანმა“ მეტად მარჯვე სავაჭრო ოპერაცია ჩაატარა. „ამ ჭაბუკს შეუძლია დაჩრდილოს ომამდელი „ვარსკვლავები“ ჯუზეპე მეაცა, სილვიო პიოლა და ჯიოვანი ფერარი, სწორედ ისინი, ვინც იტალიას 1938 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანა“.

საფეხბურთო კლუბი „მილანი“

„მილანში“ რივერას საერთამორისო კლასის რამდენიმე „ვარსკვლავი” დახვდა. აქ თამაშობდნენ „შვედ ბარონად“ წოდებული ნილს ლიდჰოლმი, რომელმაც სულ რამდენიმე თვის წინათ მსოფლიოს ჩემპიონატში ისახელა თავი, პოპულარული ურუგვაელი სკიაფინოდ რომელსაც ახალგაზრდა პარტნიორები მოწიწებით უწოდებდნენ „დონ ხუან ალბერტოს“. სკიაფინო ევროპას ჯერ კიდევ 1954 წელს მოევლინა, როდესაც ურუგვაის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა შვეიცარიაში. სკიაფინო„ რომელმაც გულშემატკივრები მოხიბლა, უპირველეს ყოვლისა, თავისი დიდი არტისტიზმით სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. მან იტალიაში დაიწყო თამამი და რამდენიმე კლუბიც გამოიცვალა. ლიდჰოლმი და სკიაფინო იმ ხანად „მილანში“ გამთამაშებელთა ფუნქციებს ასრულებდნენ, წინ, „ცეცხლის ხაზზე“ კი ახალგაზრდა ბრაზილიელი მაცოლა იყო, რომელსაც ახლა უფრო ხოზე ალტაფინის უწოდებდნენ. დაცვაში გამოირჩეოდნენ გუნდის კაპიტანი „რკინისებურ მცველად“ წოდებული მალდინი და 20 წლის სალვადორე.

როგორც ხედავთ, „მილანს“ არ აკლდა „ვარსკვლავები“, მაგრამ ვიანი მაინც უკმაყოფილო იყო გუნდის შედეგებით. სკიაფინო და ლიდჰოლმი, ხანში შესვლასთან დაკავშირებით, აშკარად „უფრთხილდებოდნენ ფეხებს“. ამიტომ ვიანის ახალგაზრდა ლოდეტისა და ტრაპატონის იმედი ჰქონდა, რომელთაც თანდათანობით უნდა შეეცვალათ ვეტერანები. სახელოვანი მეკარე ლორენცო ბუფონი ამ ხანებში „ინტერში“ გადავიდა. მას კი ღირსეული შემცვლელი არა ჰყავდა. მეკარეები ბელი და ვეკი ოსტატობის დონით აშკარად ჩამოუჟვარდებოდნენ თავიანთ წინამორბედს. ერთი სიტყვით, „მილანს“ რეკონსტრუქცია მოელოდა.

„მილანის“ ფეხბურთელები თამაშიდან თავისუფალ დროს ქალაქის ახლოს, საწვრთნელ ბაზაზე ატარებდნენ, რივერა ბევრს კითხულობდა. მან ინგლისური ენა ისწავლა და თანდათან მუსიკითაც დაინტერესდა – ფირფიტების შეგროვება დაიწყო. საფეხბურთო 1959-60 წლების სეზონს მიეკუთვნება რივერას საერთაშორისო დებიუტი. იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებს („სკუადრა ნაციონალე დეი ჯიოვანი“) ესპანელ ახალგაზრდებთან შეხვედრა მოელოდა. ადრე მათი შეხვედრა მადრიდში ფრედ – 0:0 – დამთავრდა და აი, იტალიის ნაკრების ხელმძღვანელობამ გუნდი გადაახალისა – მასში რივერა და ტრაპატონიც შეიყვანა ჯანის დებიუტი ჩინებული გამოდგა მან პირველივე წუთზე გაიტანა გოლი „ეს თითქოს სიზმარში მოხდა. ესპანელებმა თამაში დაიწყეს და მყისვე დაჰკარგეს ბურთი. „ტრაპმა“ (ასე ეძახიან მეგობრები ტრაპატონის) შენიშნა, რომ თავისუფალი ვიყავი და ზუსტი გადაცემით კართან გამიყვანა. ერთი ესპანელი მოვატყუე და ზუსტად დავარტყი. ეს გოლი არასოდეს დამავიწყდება“, იტალიელებმა გაიმარჯვეს ანგარიშით 3:0.

1960 წელს რივერამ იტალიის ნაკრების შემადგენლობაში რომის ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა. როდესაც ეს თამაშები დამთავრდა, სპორტულმა პრესამ მეტად მაღალი აზრი გამოთქვა ახალგაზრდა ფეხბურთელის ოსტატობაზე. აღნიშნავდნენ მის გამჭრიახობასა და დახვეწილ ტექნიკას, მიუთითებდნენ ნაკლზეც – არასაკმარის ფიზიკურ მომზადებაზე. რივერამ იცოდა, რომ მიმომხილველები მართალნი იყვნენ – იგი მართლაც სასტიკდ გადაიქანც,ა თითქოს მთლიანად გამოელია ძალა.

და აი, დაიწყო 1960-61 წლების სეზონი, როდესაც „მილანის“ მწვრთნელებმა ვიანიმ და როკომ გუნდის გაახალგაზრდავება განიზრახეს. „შვედი ბარონი“ ნილს ლიდჰოლმი, რომელმაც „მილანის“ შემადგენლობაში სამჯერ მოიპოვა იტალიის ჩემპიონობა, უკვე 38 წლისა იყო. იგი უკანასკნელი იყო „გრე-ნო-ლის“ (გრენი-ნორდალი-ლიდჰოლმი) პოპულარული სამეულიდან, რომელიც ჯერ კიდევ განაგრძობდა თამაშს. იგი კარგად გრძნობდა, რომ საცაა ფეხბურთი უნდა მიეტოვებინა. 35 წლის სკიაფინოც იგივე აზრისა იყო. მან განცხადებით მიმართა მწვრთნელებს „მილანიდან“ გაეთავისუფლებინათ, საერთოდ უნდოდა ფეხბურთის მიტოვება, მაგრამ შემდეგ უსმინა „რომას“ ხელმძღვანელებს და ამ გუნდში გადავიდა. „რომას“ არა ჰქონდა იტალიის ჩემპიონატში საპრიზო ადგილზე გამოსვლის პრეტენზია, აქ თამაში გაცილებით უფრო ადვილი იყო, ვიდრე „მილანში“.

მაშ ასე, სკიაფინომ გუნდი დატოვა. ლიდჰოლმი ისევ „მილანში“ იყო, მაგრამ აღარ შეეძლო გამთამაშებლის ფუნქციების შესრულება. იგი ძირითად შემადგენლობაში ხანდახან გამოჩნდებოდა ხოლმე. მის შემცვლელად მწვრთნელებმა რივერა მიიჩნიეს. ახალგაზრდა ფეხბურთელი გრძნობდა, რომ „მილანში“ თამაში გაცილებით ძნელი იყო, ვიდრე პროვინციულ „ალესანდრიაში“, ამიტომ იგი დიდი მონდომებით ვარჯიშობდა, რათა გუნდის ღირსეული წევრი გამხდარიყო.

ამ სეზონში „მილანი“ იტალიის უმდიდრესი კლუბის, ტურინის „იუვენტუსის“ ყველაზე სახიფათო მეტოქე იყო. „იუვენტუსმა, რომელსაც ავტოკონცეონ „ფიატის“ პატრონი მფარველობდა, თავის რიგებში არაერთ განთქმულ „ვარსკვლავს“ მოუყარა თავი. მას ჰყავდა თავდამსხმელთა სამეული, რომელიც მსოფლიოში ყველაზე უფრო ძვირად ფასობდა: იტალიის ნაკრების კაპიტანი ჯანპიერო ბონიპერტი, განთქმული უელსელი ცენტრფორვარდი ჯონ ჩარლზი და ყოფილი არგენტინელი, სახელოვანი ომარ სივორი. „იუვენტუსი“ იტალიის ჩემპიონი გახდა. თავის პირველ სეზონში რივერამ 34 მატჩიდან 30-ში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა.

მომდევნო სეზონში „მილანის“, ხელმძღვანელობამ მიიჩნია, რომ გუნდის გაუძლიერებლად შეუძლებელი, იქნებოდა ჩემპიონობისათვის ბრძოლა. „მილანი“ დატოვეს ვქრნაცამ და მარასკიმ (შემდეგ იგი წარმატებით გამოდიოდა: „ფიორენტინაში"“), მათ მაგივრად მიიღეს სწრაფი მარჯვენა გარემარბი დანოვა და, რაც მთავარია, შესანიშნავი სნაიპერი, ინგლისელი ჯიმი გრივსი. ინგლისელი ფეხბურთელები საერთოდ იშვიათად ტოვებდნენ სამშობლოს, მაგრამ „მილანის“ პატრონმა, მულტიმილიონერმა ანდრე რიცოლიმ ისეთი თანხა აღუთქვა „ჩელსის“, რომ დიდხანს აღარ უფიქრიათ მწვრთნელები მიიჩნევდნენ, რომ რივერა-ალტაფინი-გრივსის ტრიოს უნდა დაეჩრდილა „იუვენტუსის“ ცენტრალური სამეული. 1961-62 წლების სეზონში „მილანი“ მართლაც იტალიის ჩემპიონი გახდა. რივერამ უკვე საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა და იტალიის ნაკრებშიც კი შეიყვანეს, იგი შესანიშნავად „ჰკვებავდა“ ბურთებით ალტაფინისა და გრივსს – ამ ორ საუცხოო „გოლეადორს". გრივსი მაინც არ შემორჩა „მილანს“. მან მიიჩნია, რომ ამ გუნდის სპორტული რეჟიმი მისთვის აუტანელი იყო. „მე „მილანში“ ისე ვგრძნობ თავს, როგორც ციხეში“. მან სამშობლოში წერილი გააგზავნა და „შველა“ ითხოვა. რა გაეწყობოდა, „მილანმა“ იგი ლონდონის „ტოტენჰემ ჰოტსპურს“ მიჰყიდა, ამასთან 100 ათასი გირვანქა სტერლინგი გადაახდევინა, 1 გირვანქა სტერლინგით მეტი, ვიდრე თავის დროზე „ჩელსიმ“ მიიღო. გრივსის ნაცვლად „მილანში“ განთქმული ბრაზილიელი დინო სანი ჩაირიცხა, ის დინო სანი, რომელიც 1958 წელს წარმატებით მონაწილეობდა მსო- ფლიო ჩემპიონატში, შემდეგ კი ევროპაში დარჩა.

იტალიის ჩემპიონობის მოპოვება რივერას პირველი დიდი წარმატება იყო. მან ამ სეზონის 27 კალენდარულ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა.

იტალიის ნაკრები მსოფლიოს მორიგი ჩემპიონატისათვის ემზადებოდა. მას პაოლო მაცა და ჯიოვანი ფერარი წვრთნიდნენ. ჩილიმი გამგზავრების წინ საკონტროლო მატჩი გაიმართა საფრანგეთის ნაკრებთან ფლორენციაში. კანდიდატებს შორის რივერაც იყო. მაგრამ ფრანგებთან შეხვედრაში მას მონაწილეობა არ მიუღია, სათადარიგო მოთამაშეთა შორის იყო. თავდასხმის ხუთეული ასეთნაირად გამოიყურებოდა: „ფრთებზე თამაშობდნენ მორა და სახელოვანი ტანმოვარჯიშე ფრანკო მენიკელის ძმა, ჯან პაოლო მენიკელი, ცენტრალური სამეული კი მთლიანად. „იმპორტული“ იყო. აქ გამოდიოდნენ ბრაზილიელი ალტაფინი, არგენტინელები მასხიო და სივორი. ზოგმა მიმომხილველმა აზრი გამოთქვა, რომ მწვრთნელებმა განზრახ არ გამოიყვანეს მოედანზე რივერა. საქმე ისაა, რომ თამაშზე სპეციალურად იყო ჩამოსული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გუნდის ხელმძღვანელი, „ბებერ მელად“ წოდებული ზეპ ჰერბერგერი. ამიტომ მას მხოლოდ ის ფეხბურთელები აჩვენეს, რომელთაც ისედაც კარგად იცნობდა.

რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ ერთი საკონტროლო მატჩი იყო დანიშნული ბელგიის ნაკრებთან, ბრიუსელის „ჰეისელის“ სტადიონზე რივერა იცოდა, რომ ამ დღეს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ექნებოდა. მაცამ და ფერარიმ მიმართეს დაცვით სისტემა „კატენაჩიოს, რომელსაც ისინი ჩილის მსოფლიო ჩემპიონატისათვის ამზადებდნენ.

რივერა მოედანხე მე-8 ნომრით გამოვიდა. მარჯვენა ფრთაზე უნდა ეთამაშა ჯორჯიო ფერინის რივერას ძველ პარტნიორს ოლიმპიურ ნაკრებში. სინამდვილეში ფერინი გარემარბის ფუნქციებს როდი ასრულებდა, არამედ ტიპიური მოიერიშე ნახევარმცველი იყო. აი „კატენაჩიოს“ სქემა: სალვადორე სტოპერის ფუნქციებს ასრულებდა, მალდინი კი, რომელიც ეროვნული ნაკრების კაპიტანი გახდა, მწმენდელი იყო. განაპირა მცველებად თამაშობდნენ ლოზინი „რომადან“ და რობოტი „ფიორენტინადან“. „მილანის“ ორ ნახევარმცველს ფერინისა და რადიჩეს მოედნის შუაგულის დაპატრონება ევალებოდა. მათ ეხმარებოდა ე. წ. „ნახევართავდამსხმელი“ რივერა რომელიც სიღრმიდან წარმართავდა იერიშებს. წინა, „ცეცხლის ხაზზე“ სამი თავდამსხმელი იყო: ალტაფინი, სივორი და მენიკელი: 4-3-3 ახალი ტაქტიკური სისტემა გახლდათ, რომელსაც ბელგიელებმა ვერაფერი გაუგეს. მატჩი იტალიელების გამარჯვებით დამთავრდა, ანგარიშით 3:1. ორი გოლი გაიტანას ალტაფინიმ, ერთი – მენიკელიმ. რივერა საუცხოოდ თამაშობდა და ალტაფინის გოლების თანაავტორი გახდა. იტალიელები რომლებმაც ყველა საკონტროლო მატჩი მოიგეს, დიდი იმედებით აღსავსენი გაემგზავრნენ ჩილეში.

მსოფლიო ჩემპიონატი

მსოფლიო ჩემპიონატის წინა დღეებში სპორტული მიმომხილველები მეტად მაღალ შეფასებას აძლევდნენ იტალიის „სკუადრა აძურას“, მწვრთნელები შენატროდნენ მას. იტალიელების გუნდის შემადგენლობაში ხომ არაერთი „ვარსკვლავი“ იყო. სინამდვილეში კი გუნდის მორალური დონე მაღალი არ აღმოჩნდა. ფეხბურთელები ერთმანეთს ებუზღუნებოდნენ, მწვრთნელთა მითითებებს ყურადღებას არ აქცევდნენ. თავი იჩინა ზოგიერთი მოთამაშის თავშეუკავებლობამ და უხეშობამ.

პირველი მატჩი იტალიელებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ძლიერ გუნდთან ჰქონდათ. რივერა ამ კოლექტივს არ იცნობდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ მის წინააღმდეგ გერმანელებმა გამოიყვანეს ჰორსტ შიმანიაკი რომელსაც რივერა ადრეც შეხვდა. „შიმი“ (ასე უწოდებდნენ ფეხბურთელთა წრეებში შიმანიაკს) იტალიის პირველი ლიგის კლუბ „კატანიაში“ გამოდიოდა. შიმანიაკის გარდა გერმანელთა ნაკრებში „მილანის“ მცველი კარლ-ჰაინც შნელინგერიც თამაშობდა, რომელიც, ცხადია, ჩინებულად იცნობდა იტალიელების მანერას. „სკუადრა აძურა“ ხომ ძირითადად „მილანის“ ფეხბურთელთაგან შედგებოდა!

პირველი მატჩი რივერამ უფერულად ჩაატარა ვერ იქნა და ვერ დააღწია თავი შიმანიაკს რომელიც მას ჩრდილივით დასდევდა. რა არ იღონა რივერამ, ხან მარჯვნივ გადავიდა, ხან მარცხნივ, მაგრამ ყოველთვის მის წინაშე ახოვანი შიმანიაკი აღიმართებოდა ხოლმე. ეტყობოდა გერმანელთა გუნდის ხელმძღვანელობამ კარგად იცოდა, რომ რივერას უყურადღებოდ მიტოვება არ შეიძლებოდა. მატჩი ფრედ – 0:0 დამთავრდა. ახლა იტალიელთა ბედ-იღბალი მეორე შეხვედრაზე იყო დამოკიდებული. მათი მეტოქეები მასპინძლები, ჩილიელები იყვნენ.

იტალიელთა მწვრთნელებმა თამაშის წინ ბევრი ითათბირეს და ბოლოს გადაწყვიტეს რივერა მრავალნაცადი მასხიოთი შეეცვალათ. არგენტინის ნაკრების ყოფილი მოთამაშე ჩილიელებს ჩინებულად იცნობდა. რივერა ჯერ ძალიან ნაწყენი დარჩა, მაგრამ მოედანზე მალე ისეთი ამბები დატრიალდა, რომ ბოლოს ახალგაზრდა ფეხბურთელს დასანანი ბევრი აღარაფერი დარჩა. მოედანზე მომხდარ ამბებს ფეხბურთთან საერთო არაფერი ჰქონდათ. ეს იყო გაუთავებელი უხეშობა, ნამდვილი მუშტი-კრივი. ინგლისელმა მსაჯმა ასტონმა მეტოქენი ვერ დააშოშმინა და ბოლოს ორ იტალიელს (ფერინისა და დავიდს) მოედანი დაატოვებინა. ჩილიელებმა მოიგეს ანგარიშით 2:0. იტალიის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა თუმცა მას კიდევ ერთი მატჩი რჩებოდა ჩასატარებელი. ჩილისა და იტალიის ფედერაციებს შორის „საფეხბურთო ომი“ დაიწყო. უკანასკნელ მატჩში შვეიცარიელებთან, რომელიც „სკუადრა აძურამ, მოიგო (3:0), რივერა კვლავ გამოვიდა მოედანზე. მსოფლიო ჩემპიონატიდან იგი მეტად განაწყენებული დაბრუნდა მიმომხილველები ხომ ბევრად მეტს ელოდნენ როგორც მისგან, ისე იტალიის ნაკრებისაგანაც.

ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი

იტალიელი „ტიფოზი“ მალე გამოდის მოთმინებიდან, მაგრამ ასევე მალე მშვიდდება და აი დაიწყო 1962-63 წლების ეროვნული ჩემპიონატი, ჩილის ტრაგედია კი უკვე აღარავის ახსოვდა. ეროვნულ ჩემპიონატთან ერთად „მილანს“ მეორე ფრონტზეც მოელოდა ბრძოლა – ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასზე. ამ შეჯიბრებაში მას ერთხელ უკვე ჰქონდა დიდი წარმატება – 1958 წელს „მილანი“ ფინალამდე მივიდა, სადაც მადრიდის „რეალთან“ წააგო.

ახლა „რეალი“ უკვე გაცილებით უარესად თამაშობდა. უფრო საშიში იყო ეუსებიოს გუნდი „ბენფიკა“, რომელიც იმ ხანებში თასს ფლობდა, მაგრამ „მილანი“ ხომ შესამჩნევად მომძლავრდა და თასის დასაკუთრებას იმედოვნებდა!

ინგლისის ჩემპიონი „იფსვიჩ თაუნი“ , რომელსაც ალფ რამსეი წვრთნიდა, თურქეთის უძლიერესი კლუბი „გალათასარაი“, შოტლანდიის „დანდი“ – აი, როგორი გუნდები დაამარცხა მილანმა სანამ ფინალამდე მოვიდოდა ფინალურ მატჩში რომელიც ნეიტრალურ მოედანზე ლონდონის „უემბლიზე“ დაინიშნა, იტალიელებს „ბენფიკასთან“ შეხვედრა ელოდათ.

მაგრამ სანამ ეს უმძაფრესი შეხვედრა გაიმართებოდა, რივერამ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა თავისი კარიერის მანძილზე. 1963 წლის 12 მაისს მილანის „სან-სიროს“ სტადიონზე ერთმანეთს შეხვდნენ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონები ბრაზილიელები და „სკუადრა აძურა“. შეუდარებელი პელეს გუნდს იტალიელთა მწვრთნელმა ედმონდო ფაბრიმ გაახალგაზრდავებული კოლექტივი დაუპირისპირა. მასში აღარ იყვნენ უცხოეთში ნაყიდი ვარსკვლავები სივორი, მასხიო, ანჯელილო, ალტაფინი ერთადერთი „ორიუნდი“ (უცხოეთში დაბადებული იტალიელი) ანჯელო სორმანი თამაშის მეორე ნახევარში ახალგაზრდა სანდრო მაცოლამ შეცვალა.

პელეს მეურვეობა მწვრთნელმა ფაბრიმ შეუპოვარ ტრაპატონის დაავალა „ტრაპი“ განუხრელად ახორციელებდა მწვრთნელის მითითებას და „შავ მარგალიტს“ ერთი ნაბიჯითაც არ სცილდებოდა. ასეთი ტაქტიკა პელეს არაფრად ეჭაშნიკა. როდესაც სწარფ და უაღრესად ეწერგიულ მეტოქესთან ვერაფერს გახდა, პელემ მოედნის დატოვება არჩია. ეს პირველი ტაიმის 25-ე წუთზე მოხდა და ბრაზილიელთათვის დასასრულის დასაწყისს ნიშნავდა. ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელები ამ დღეს მართლაც რომ საუცხოოდ თამაშობდნენ. რივერა, მაცოლა, ბულგარელი, კორსო, მენიკელი, სალვადორე, ტრაპატონი არათუ ჩამოუვარდებოდნენ რაიმეთი მსოფლიო ჩემპიონებს, არამედ აშკარად სჯობნიდნენ. ბრაზილიელთა მრავალნაცადი მეკარე ჟილმარი ცუდ დღეში ჩავარდა. მისმა საუცხოო ოსტატობამ მსოფლიო ჩემპიონები სასტიკი დამარცხებისაგან როდი იხსნა:– 0:3.

გავიდა ათი დღეც და „უემბლის“ 100-ათასიანი სტადიონი მრავალრიცხოვანმა მაყურებელმა აავსო. ინგლისელთა გარდა, ამ დღეს, ცხადია ლონდონში ბევრი იტალიელი და პორტუგალიელი გულშემატკივარიც ჩამოვიდა. ჯერ თითქოს უპირატესობა „ბენფიკას“ მხარეზე იყო. ტრაპატონი, რომელმაც „სან-სიროს“ სტადიონზე „ჩაკეტა“ პელე, ახლა ვერაფერს უხერხებდა ეუსებიოს. დიდხანს წინ „ბენფიკა“ იყო, ერთადერთი გატანილი გოლის წყალთბით. მაშინ იტალიელებმა ეუსებიო პარაგვაელ ბენიტეზს „ჩააბარეს“ და ტრაპატონი შეტევაზე გადაისროლეს. მეორე ნახევარში რივერა საგრძნობლად გათამამდა და ბრწყინვალედ გამოავლინა მთელი თავისი ტაქტიკური ოსტატობა. მის მიერ წამოწყებულ კომბინაციებს „ბენფიკა“ მცველები ხშირად ვერაფერს უგებდნენ. მიმომხილველთა სიტყვით, ამ დღეს რივერა თამაშობდა, როგორც „ახალგაზრდა ღმერთი“. მისი იდეალური გადაცემების შედეგად ალტაფინიმ „ბენფიკას“ კარში ორი გოლი გაახვია და თასი „მილანს“ დარჩა. ამრიგად „მილანმა“ პირველად, მოიპოვა ეს უაღრესად პოპულარული ჯილდო. მატჩის გმირად ერთსულოვნად აღიარეს ჯანი რივერა. „მე მეტოქეებთან ვერაფერს გავხდებოდი, გვერდით ისეთი საუცხოო „დირიჟორი“ რომ არ მყოლოდა, როგორიც რივერაა“ – გულახდილად აღიარა ხოსე ალტაფინიმ.

რივერას მხოლოდ ეს ორი შეხვედრა რომ ჩაეტარებინა ბრაზილიელებთან და „ბენფიკასთან, მაინც სამუდამოდ დარჩებოდა იტალიის ფეხბურთის ისტორიაში.

დროებითი კრიზისი

ჩემპიონთა თასის მოპოვება „მილანის“ დიდი ტრიუმფი იყო. მაგრამ, როგორც ეს ხშირად ხდება, აღზევებას დაცემა მოჰყვა. მომდევნო სეზონში გუნდს „ციებ-ცხელება“ დაეწყო. ეს კლუბის ხელმძღვანელობასაც შეეტყო, „მილანის“ პრეზიდენტი ანდრეა რიცოლი გადადგა, მწვრთნელმა ნერეო როკომ მას მიბაძა და ახლა „ტორინოს“ ჩაუდგა სათავეში. იგი არგენტინელმა ლუის კარნილიამ შეცვალა, რომელიც კარგა ხანია ევროპაში ცხოვრობდა და ესპანეთისა და იტალიის სხვადასხვა კლუბებს ხელმძღვანელობდა. პრეზიდენტი გახდა მილიონერი ფელიჩერ რივა.

რივერა ჯარში გაიწვიეს. იგი ახლა ბოლონიას მახლობლად განლაგებულ ნაწილში იყო. ამასთან ფეხბურთელს საშუალება ეძლეოდა სათანადოდ ევარჯიშა კიდეც. მას „მილანი“ არ მიუტოვებია. ყოველ პარასკევს კლუბს უბრუნდებოდა, რათა კვირაობით „ეროვნული ჩემპიონატის თამაშში მიეღო მონაწილეობა.

როძორც მოსალოდნელი იყო, „მილანმა“ ვერ შეძლო ჩემპიონთა თასის მომდევნო გათამაშებამი წარმატებით გამოსვლა. მან მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც მრისხანე მეტოქეს – მადრიდის „რეალს“ შეხვდა. კარნილია ოდესღაც თვით წვრთნიდა ამ გუნდს, ჩინებულად იცოდა მისი ძალა (თუმცა, რა თქმა უნდა, 50-იანი წლების დასასრულის „რეალი“ უკეთ თამაშობოა, მაგრამ მაინც ვერ შეძლო მარცხის აცილება. მატჩი მადრიდში „მილანის“ სასტიკი დამარცხებით 1:4 დამთავრდა. საქმეს ვერ უშველა „სან-სიროს“ სტადიონზე აღებულმა რევანშმა 2:0 და „მილანი“ გამოეთიშა გათამაშებას.

ეს დამარცხება კარნილიას ძვირად დაუჯდა. მას გუნდის დატოვება მოუხდა. მწვრთნელად დაინიშნა ნილს ლიდჰოლმი, რომელსაც გუნდი არ მიუტოვებია და ბოლო ხანებში „მილანის“ ჭაბუკებს ავარჯიშებდა. პრეზხიდენტი ფელიჩე რივა შეცვალა კიდევ ერთმა მილიონერმა – ლუიჯი კარარომ.

მარტო „მილანს“ როდი ჰქონდა ხანგრძლივი კრიზისი. საკმაოდ უფერულად თამაშობდა ეროვნული ნაკრებიც. რივერას და კიდევ რამდენიმე წამყვან მოთამაშეს არ მოსწონდათ დაცვითი სისტემა „კატენაჩიო“, რომელსაც მწვრთნელი ედმონდო ფაბრი ნერგავდა. მას შემდეგ, რაც „სკუადრა აძურას“ შეხვედრა ვარშავაში პოლონეთის ნაკრებთან ფრედ – 0:0 დამთავრდა, რივერამ და პიკიმ პრესაში წერილიც კი გამოაქვეყნეს, სადაც სხვაგვარი ტაქტიკის არჩევას მოითხოვდნენ. ფაბრიმ, როგორც იტყვიან, „ყურიც კი არ გაიბარტყუნა“.

ნაკრებს ხელმძღვანელობის მიერ დაშვებულ მძიმე შეცდომებს სათანადო შედეგებიც მოჰყვა. მართალია, იტალიელებმა შეძლეს მსოფლიოს VIII ჩემპიონატის ფინალში გასვლა, მაგრამ, როგორც შემდეგ გამოირკვა, ერჩივნათ საერთოდ სხვებისათვის დაეთმოთ ინგლისის საგზურები. ის, რაც 1966 წლის ზაფხულში ინგლისში მოხდა, იტალიის ფეხბურთის არნახული ტრაგედია იყო.

უკვე პირველმა მატჩმა ჩილიელებთან ცხადი გახადა, რომ იტალიელებისაგან ამ ჩემპიონატში კარგი არაფერი იყო მოსალოდნელი. მართალია, მათ მოიგეს ანგარიშით 2:0: (გოლები გაიტანეს მაცოლამ და ბარისონმა), მაგრამ, ჯერ ერთი, მეტოქე აშკარად სუსტად თამაშობდა, და მეორეც, იტალიელები ფრიად პასიურად გამოიყურებოდნენ, სუსტად თამაშობდა რივერა, როგორც ეს მატჩის შემდეგ მწვრთნელმა ფაბრიმაც აღნიშნა. ამას ორი დამარცხება მოჰყვა, თანაბარი ანგარიშით 0:1. როდესაც იტალიელებმა საბჭოთა ნაკრებთან წააგეს, იხტიბარს არ იტეხდნენ. მათ ხომ კიდევ ერთი მატჩი რჩებოდათ – კორეელებთან, რომლის მოგების შემთხვევაში. მეოთხედფინალში გადიოდნენ. ამ შეხვედრის წაგების შემდეგ კი ყოველგვარი ილუზია გაიფანტა და „სკუადრა აძურა“ იტალიაში შერცხვენილი დაბრუნდა.

ინგლისში განცდილ სასტიკ მარცხს იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ მკვეთრი ზომებით უპასუხა. რა თქმა უნდა, გუნდის სათავეში ფაბრის დარჩენაზე ლაპარაკიც კი აღარ შეიძლებოდა. იგი ფერუჩიო ვალკარეჯიმ შეცვალა. აიკრძალა უცხოელი „ვარსკვლავების“ იმპორტი, გზა გაეხსნა ნიჭიერ ახალგაზრდობას. ამ სწორი პოლიტიკის ნაყოფი იყო 1968 წელს ევროპის ჩემპიონობის მოპოვება. მართალია, თამაში იტალიაში მიმდინარეობდა, მასპინძლებს ცოტა არ იყოს, სპორტულმა ბედმაც გაუღიმა მაგრა „სკუადრა აძურა“ მაინც შეუდარებლად უკეთესი იყო, ვიდრე ინგლისში.

გუნდის კაპიტანი

გავიდა ხანი და „მილანიც“ დაუბრუნდა ევროპის უძლიერესი საკლუბო გუნდების რიცხვს. მის აღზევებაში გარკვეული როლი შეასრულა „ტორინოდან“ დაბრუნებულმა მწვრთნელა ნერეო როკომ. 1968 წელს „მილანი“ ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასს დაეუფლა. ამავე წელს მან იტალიის ჩემპიონობაც დაიბრუნა ხოლო მომდევნო სეზონში, როგორც წესი და რიგია, ჩემპიონთა თასის ფინალშიც მიიღო მონაწილეობა. რივერა ბრწყინვალედ თამაშობდა, გუნდის ღირსეული კაპიტანი იყო.

თუ 1964 წელს ძველი „მილანის“ მზე მადრიდის „სან- ტიაგო-ბერნაბეუს“ სტადიონზე ჩაესვენა, ახლა განახლებულმა გუნდმა სწორედ ამავე მოედანზე მოიგო ჩემპიონთა თასის ფინალური მატჩი ამსტერდამის ,,აიაქსთან“ – 4:1. სამი ბურთი გაიტანა პრატიმ, ერთი –სორმანიმ, მაგრამ მატჩის ნამდვილი გმირი მაინც „ოქროს ბიჭი“ – ჯანი რივერა იყო.


წყარო

ოქროს ბურთი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები