საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციაციის ლოგო

საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაცია – (International Cartographic Association, ICA), კარტოგრაფთა საერთაშორისო გაერთიანება. დაარსდა 1959 წელს ქ. ბერნში (შვეიცარია) ცნობილი შვეიცარიელი კარტოგრაფის ედუარდ იმჰოფის (1895-1986) ინიციატივით. პირველი კონფერენცია ჩატარდა 1961 წ. ქ. პარიზში (საფრანგეთი).

ასოციაცია კოორდინაციას უწევს კარტოგრაფიულ საქმიანობას მსოფლიოს ქვეყნებში. შედეგების მოსმენა ხდება საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებზე, ეწყობა კარტოგრაფიულ ნაწარმოებთა გამოფენა. კონფერენციებს შორის მუშაობენ კომისიები სხვადასხვა თემაზე: კარტოგრაფიული განათლება, კარტოგრაფიული ტერმინოლოგია, კარტოგრაფიული სახვითი საშუალებების უნიფიცირება, კარტოგრაფიული ტექნოლოგიები და სხვ. გაერთიანებულია 60 ქვეყანა. კონფერენციები ტარდება ორ წელიწადში ერთხელ. 1988 წლამდე საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის კონგრესი და საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის კონფერენციები ტარდებოდა ერთსა და იმავე დროსა და ადგილზე. ასოციაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ბიულეტენში წელიწადში ორჯერ ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ასოციაცია ითვლება აგრეთვე კარტოგრაფიისა და გეოინფორმატიკის საერთაშორისო საზოგადოებად. ასოციაციის მუშაობას ხელმძღვანელობს პრეზიდენტი, რომელსაც ოთხი წლის ვადით ირჩევენ სხვადასხვა ქვეყნიდან.

საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის პრეზიდენტები:
  • 1961-1964 პროფესორი ედუარდ იმჰოფი – შვეიცარია;
  • 1964-1968 არმიის ბრიგადირი დენის თაკველი – გაერთიანებული სამეფო (ბრიტანეთი);
  • 1968-1972 პროფესორი კონსტანტინე სალიშჩევი – სსრკ (რუსეთი);
  • 1972-1976 პროფესორი არტურ რობინსონი – აშშ;
  • 1976-1984 პროფესორი ფერდინანდ ორმელინგი – ნიდერლანდები;
  • 1984-1987 პროფესორი ჯოელ მორისონი – აშშ;
  • 1987-1995 პროფესორი ფრაზერ ტეილორი – კანადა;
  • 1995-1999 დოქტორი მაიკელ ვუდი – OBE (ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი);
  • 1999-2003 პროფესორი ბენგტ რაისტედტი – შვედეთი;
  • 2003-2007 პროფესორი მილან კონეჩნი _ ჩეხეთი;
  • 2007-2011 პროფესორი უილიამ კარტვიგტი – ავსტრალია;
  • 2011 პროფესორი გეორგ გარტნერი – ავსტრია


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები