საქართველოს კამერული ორკესტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს კამერული ორკესტრი – დაარსდა 1963 ხელმძღვანელი გ. აზმაიფარაშვილი. 1967 მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის სტატუსი. 1968-73 ორკესტრს ხელმღვანელობდნენ მ. იაშვილი და ი. პოლიტკოვსკი. ორკესტრმა წარმატება მოიპოვა ქ. ლაიფციგში ბახის ფესტივალზე (1970) და ჰალეში „ჰენდელის ფესტივალზე“ (1973). 1974-80 ორკესტრს ხელმძღვანელობდნენ შ. შილაკაძე, ტ. დუგლაძე და ე. სანაძე. 1981-იდან ორკესტრს სათავეში ჩაუდგა ლიანა ისაკაძე. მისი ხელმძღვანელობით ორკესტრი დიდი წარმატებით გამოდიოდა ყოფილ სსრკ ქალაქებში და საზღვარგარეთის ქვეყნებში. 1983-88 დააარსა ბიჭვინთის ფესტივალი „ღამის სერენადები“. 1990-იდან მოღვაწეობს გერმანიაში (ქ. ინგოლშტატში), პერიოდულად კონცერტებს მართავდა საქართველოში. ასრულებლდა მსოფლიო კლასიკური მუსიკის ნიმუშებსა და ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები