სოფელ ზემო დოდოთის ცხრაკარას ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეკლესიის გეგმა

სოფელ ზემო დოდოთის ცხრაკარას ეკლესია - ეკლესია მდებარეობს მდ.ფრონეს ხეობაში. სამხრეთი შესასვლელის ტიმპანზე ასომთავრული წარწერაა: "ქ.სახელითა ღმრთისაითა ივანე ე(რის)თავმან ტბელმან აღაშენა ეს-ეს წმინდაი ეკლესიაი სალოცველად მისთვის და ხუთთა ძეთათს". დასავლეთის არქიტრავზე: "ესე ქვაი სხუისა დადვა". გარშემოსავლელის ტიმპანზე: “წმინდაო ნათლისმცემელო, მეოხ ექმენ მონასა შენსა ტბელსა, ძესა ქავთარისასა, ორსავე ცხოვრებასა”. ეკლესია ნაგებია როგორც სუფთად ნათალი ღვინისფერი კვადრებით, ისე ზედაპირულად, უხეშად დამუშავებული სხვადასხვა ზომის ქვებით. წყობა სწორხაზოვანია. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აბსიდს ორსაფეხურიანი მხრები აქვს. მხრებს სატრიუმფო თაღი ეყრდნობოდა. ეკლესიის დასავლეთი შესასვლელი შიგნით თაღოვანია, გარედან - არქიტრავული. სამხრეთი შესასვლელი თაღოვანია, კარი დაგვირგვინებულია განიერი, ორნამენტული თაღით. ტიმპანზე ჯვრის გამოსახულება დაფარულია წითელი საღებავით. ჯვარს მიუყვება ასომთავრული წარწერა. დარბაზი მთლიანად ჩამონგრეულია და დაფარულია მიწით. ეკლესიას სამივე მხარეს გარშემოსავლელი აქვს. ჩრდილოეთის და სამხრეთის ნავების ნახევარწრიულ აბსიდებში თითო თაღოვანი სარკმელია მოთავსებული. აბსიდების მხრებს სატრიუმფო თაღები ეყრდნობა. გარშემოსავლელის სამხრეთი ნაწილი გადახურული იყო კამარით. ორთაღიანი შესასვლელის დაბალი სვეტები მორთულია ორნამენტებით. თაღებზე ამოკვეთილია მცენარეული ორნამენტი, სვეტების კაპიტელებზე კი ლენტოვანი წნული. ძეგლის ეს ნაწილი შიგნითაც მორთულია. პროფილირებული პილასტრები სრულდება ორნამენტირებული იმპოსტებით. მათ ჩრდილოეთი კედლის თაღები ეყრდნობა.

წარწერის ტექსტი

ჩრდილოეთი ნავის ჩრდილოეთ კედელში ერთი სწორკუთხა ნიშაა. სამხრეთი კედლის თაღები იმპოსტებს ეყრდნობა. გარშემოსავლელს შესასვლელი დასავლეთიდანაც ჰქონდა. აღმოსავლეთის ფასადთან მიწაზე დევს სარკმლის სათაურის ორნამენტირებული ქვა. ეკლესიის ირგვლივ ყრია კონსტრუქციული ნაწილები - თაღები, კაპიტელები და მოჩუქურთმებული ქვები. ეკლესია ძლიერ არის დაზიანებული.





წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები