სოფისტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფისტები – (ბერძნ. σοφιστής „ბრძენი“), სიბრძნის მასწავლებლები იყვნენ, მათი მიზანი იყო ცოდნის გავრცელება ფართო მასებში. ადამიანი უნდა შეიარაღებულიყო პრაქტიკული ცოდნით, რათა მას ესარგებლა სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლებით პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისთვის. და, აი, სოფისტები ლექციებს უკითხავენ თავიანთ მოწაფეებს და ასწავლიან მათ პაექრობას, დამტკიცების წესებს (ამ სწავლებაში, ამგვარად, პირველი ადგილი უჭირავს რიტორიკას), სოფისტების სკოლამ პირველმა დასვა შემეცნების თეორიის პრობლემა.

სოფისტები ორ თაობად იყოფიან: უფროს თაობას ეკუთვნიან პროტაგორა და გორგია. ცნობილია პროტაგორას (480-411) დებულება: „ადამიანია საზომი ყველა საგანთა, არსებულთა, რამდენადაც ისინი არსებობენ, და არარსებულთა, რამდენადაც ისინი არ არსებობენ“. ამ დებულების გნოსეოლოგიური ხასიათი იმაში გამოიხატება, რომ ადამიანზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ის დაამტკიცოს რისამე არსებობა ან არარსებობა, რისამე სიმართლე ან უმართებულობა; ჭეშმარიტება არსებობს იმდენად, რამდენადაც ის ჭეშმარიტებად მიაჩნია ადამიანს. ჭეშმარიტებისადმი ასეთ რელატივისტურ მიდგომას შედეგად ის მოჰყვა, რომ ზოგიერთებმა ჭეშმარიტების შეცნობის შეუძლებლობა აღიარეს, ხოლო გორგია (483-375) თვით ყოფიერების შესაძლებლობასაც უარყოფდა.

სოფისტების უმცროსი თაობა (ანტიფონტი, კრიტიასი) უფროსი თაობის თეორიულ დასკვნებს პრაქტიკულ ცხოვრებას უყენებდა და უპირატესად სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებს ეხებოდა.

წყარო

ბერძნული ლიტერატურის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები