უცხოური ინვესტიცია
უცხოური ინვესტიცია - (foreign investment), ნებისმიერი ინვესტიცია სხვა ქვეყნებში, განხორციელებული სახელმწიფოს, კერძო კომპანიის ან კერძო პირის მიერ.
უცხოური ინვესტიციების განვითარებად ქვეყნებში დაბანდების შესახებ სხვადასხვა შეხედულება არსებობს. ზოგი ამტკიცებს, რომ ასეთი ინვესტიციები სუსტად განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკური კოლონიალიზმის გამოვლენაა და ემსახურება ამ ქვეყნებში კონტროლის განხორციელებას. ამასთან, უცხოური ინვესტიციები ხშირად დაკავშირებულია მოძველებული ტექნოლოგიების იმპორტთან, რაც, იმპორტიორი ფირმებისათვის ადგილობრივ იაფ სამუშაო ძალის დაქირავებასთან ერთად, დიდი მოგების მიღების საშუალებაა. უცხოური ინვესტიციების მომხრეები კი ასაბუთებენ, რომ ასეთი სახის ინვესტიციებმა შესანიშნავი შედეგი მისცა დასავლეთის მრავალ ქვეყანას და ისინი სხვა ქვეყნებსაც წარმატებებს მოუტანენ.