ფერადი რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფერადი რუკა – (color map), რამდენიმე ფერით დაბეჭდილი რუკა. კარტოგრაფიაში იყენებენ ერთგვაროვან და შერეულ ფერებს. ყვითელი, წითელი, ცისფერი და შავი საღებავებით იღებენ ათობით ფერს. ფერადი რუკის აღქმის ეფექტი უფრო მეტია, ვიდრე შავ-თეთრი რუკის, ამიტომ რუკების შედგენისა და გამოსაცემად მომზადების დროს უპირატესობა ფერად რუკებს ეძლევა.