ჩვეულებრივი კამბალების გვარი
ჩვეულებრივი კამბალების გვარი — Pleuronectes Linnaeus 1758
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი:კამბალასნაირნი
ოჯახი:კამბალასებრნი
გვარი:ჩეულებრივი კამბალები
თევზები გვარი კამბალასებრთა ოჯახიდან. ანალური და ზურგის ფარფლების სხივების ფუძეებთან, ჩვეულებრივ, ძვლოვანი ბორცვაკები აქვს. სხეულზე ძვლოვანი ფირფიტებია. თვალების უკან მთლიანი ძვლოვანი სავარცხელი აქვს. ქერცლი ციკლოიდურია და ერთმანეთზე არ არის მიწყობილი, ორივე სქესის ინდივიდებში ერთნაირია და კანშია ჩაწოლილი. გვერდითი ხაზი ყვრიმალის ზედა მოკლე ტოტითაა წარმოდგენილი. გვერდით ხაზზე, მკერდის ფარფლების ზემოთ, ოდნავ შესამჩნევი რკალია. ყბებზე კბილები მობლაგვო-კონუსისებურია. მალების რაოდენობა 32-ია.
ამ გვარში 2 სახეობა და რამდენიძშე ქვესახეობაა. საქართველოს ფარგლებში (შავი ზღვის სანაპიროებში) გავრცელებულია მდინარის კამბალა Pleuronectes flesus Linne. ქვესახეობა Pleuronectes flesus luscus Pallas.