ციტრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ციტრა – (გერმ. zither <ბერძ. kithara-კითარა) სიმებიან-ჩამოსაკრავი მუსიკალური საკრავი. აქვს უსწორო ფორმის ბრტყელი ხის კორპუსი. დეკის ორი გვერდი - გრძელი და მოკლე, ქმნის სწორ კუთხეს. გრძელი გვერდის გასწვრივ მოთავსებულია კილოებიანი გრიფი ზედ დაჭიმული 4-5 ლითონის სიმით, რომლითაც აჟღერებენ მარჯვენა ხელის ცერზე ჩამოცმული პლექტრით. გრიფის გარეთ ციტრას აქვს კიდევ 24-39 სიმი, რომლებსაც აჟღერებენ მარჯვენა ხელის დანარჩენი თითებით. დასავლეთ ევროპაში ციტრა ცნობილია XVIII ს. ბოლოდან, XIX ს-ში განსაკუთრებით გავრცელდა გერმანიასა და ავსტრალიაში. რუსეთში გამოჩნდა XIX ს. II ნახევარში.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები