ჭიჭინაძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი (გოგი) ჭიჭინაძე – (8 თბერვალი 1969, თბილისი), ქართველი დირიჟორი.

1993 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საფორტეპიანო განყოფილება (პედ. ე. რუსიშვილი). 1994-95 სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრის ასპირანტურა – სტაჟირება, პედ. ვ. გერგიევი (დირიჟორობა). 1992-2002 თანამშრომლობდა საქართველოს ტელერადიოს სიმფონიურ ორკესტრთან. 1994-95 საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი-ასისტენტი, 1995-2005 ამავე ორკესტრის დირიჟორი. მისი ხელმძღვანელობით გაიმართა ავსტრია-საქართველოს ერთობლივი მუსიკალური ფესტივალი „მუსიკალური ნობათი“. 2000-იდან თბილისის კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრის პედაგოგი (2013 სრული პროფესორი). 2003 თბილისის კონსერვატორიის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრის ხელმძრვანელი. 2012-14 ქუთაისის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი.

გ. ჭიჭინაძე მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალებში, შემოქმედებითი თანამშრომლობა აკავშირებს ქართველ და უცხოელ შემსრულებლებთან. გამართული აქვს მრავალი კონცერტი სხვადასხვა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები