ხალიანი მზიურების ოჯახი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხალიანი მზიურების ოჯახის ოჯახი – Zcusidae
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: მზიურასნაირნი
ოჯახი: ხალიანი მზიურების ოჯახი
თევზების ოჯახი მზიურასნაირთა რიგისა. მეტად უცნაური ფორმის თევზებია, რომლებიც გავრცელებულია ტროპიკულ და ზომიერი სარტყელის ზღვებში. სხეული მაგარი და გვერდებიდან შებრტყელებული აქვს. ანალური ფარფლის წინ რამდენიმე (1-4) ქიცვიანი სხივია. უმთავრესად ზღვის პელაგური და ბატიპელაგური თევზებია. შავ ზღვაში ორი სახეა გავრცელებული. აქედან საქართველოს შავი ზღვის წყლებში გვხვდება ერთი სახე – ჩვეულებრივი ხალიანი მზიურა. მოპოვებულია რამოდენიმე ეგზემპლარი სოხუმისა და ოჩამჩირის სანაპირო ზონიდან.