ხანმოკლე ფსიქოზები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხანმოკლე ფსიქოზები - DSM IV კლასიფიკაციაში ტერმინი „ხანმოკლე ფსიქოზური აშლილობა“, იხმარება ისეთი მდგომარეობების აღსანიშნად, რომლის დროსაც ქვემოთ ჩამოთვლილი მწვავე სიმპტომებიდან, სულ ცოტა, ერთი მაინც შეიძლება გაგრძელდეს ერთი დღე, მაგრამ არ აღემატება ერთ თვეს. ამ ხნის განმავლობაში უნდა მოხდეს სრული გამოჯანმრთელება. აშლილობები შეიძლება (მაგრამ არა აუცილებლად) გამოწვეული იყოს სტრესორით, მაგრამ არ უნდა იყოს წამლების ან სომატური დაავადების უშუალო შედეგი.
- ბოდვები
- ჰალუცინაციები
- დეზორგანიზებული მეტყველება (ხშირია თემიდან გადახვევა ან ინკოჰერენცია)
- გამოხატული დეზორგანიზებული ან კატატონური ქცევა
- ნეგატიური სიმპტომები, ე.ი. გასადავებული აფექტი, ალიგია ან აბულია.
იხილე აგრეთვე
- შიზოფრენიფორმული ფსიქოზი
- მწვავე და გარდამავალი ფსიქოზური აშლილობები
- მწვავე შიზოფრენიისმაგვარი ფსიქოზური აშლილობა