ხელოვნება ხელოვნებისათვის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ხელოვნება ხელოვნებისათვის“ („წმინდა ხელოვნება“) – ზოგადი სახელწოდება იმ ესთეტიკური კონცეფციებისა, რომელთა მიხედვით მხატვრული შემოქმედება თვითკმარი მოვლენაა და შორს უნდა იდგეს პოლიტიკისა და საზოგადოებრივი პრობლემატიკისაგან (ტერმინი შემოტანილია ტ. გოტიეს მიერ).

„წმინდა ხელოვნების“ იდეები თეორიად ყალიბდება მე-19 საუკუნის 50-იან წლებში საფრანგეთში, „პარნასელების“ (ფრანგ პოეტთა ჯგუფი) წარმომადგენელთა სკოლაში, როგორც უარყოფითი რეაქცია რომანტიკოსების ბუნტისა და სენტიმენტალური ლირიზმის მიმართ. „პარნასელთა“ შეხედულებები ვრცელდება ინგლისშიც (60-იანი წწ. ა. სუინბერნი, მოგვიანებით უ. პატერი, ო. უაილდი). XIX საუკუნის ბოლოდან მოყოლებული, „წმინდა ხელოვნების“ მიმდევრები კიდევ უფრო მკაფიოდ ამჟღავნებენ მიდრეკილებას ესთეტიზმისაკენ და ავლენენ ინდიფერენტიზმს ზნეობრივი საკითხების მიმართ. „ხელოვნება ხელოვნებისათვის“ მოდერნიზმის დოქტრინის ერთ-ერთ მთავარ დებულებად იქცა.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები