ფერსათის პლატო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფერსათის პლატო, პირსაგატი – პლატო აჭარა-იმერეთის ქედზე, მდინარე ქვაბლიანის მარცხენა მხარეს. პლატო გადაჭიმულია სუბგანედურად 11კმ-ზე და უმაღლესი წერტილი (საბურთალო, ფერსათი) 2300-2370მ-ია. აქვს პარალელოგრამის ფორმა, მისი ფართობი დაახლოებით 30კვ\კმ-ია საშუალო სიმაღლე 2100მ. ის თითქმის ყველა მხრიდან შემოსაზღვრულია ათეული და ასეული მეტრის კლდოვანი კონტურებით. იგი მდებარეობს მდინარე ქვაბლიიანის მარცხენა ნაპირზე – მესხეთის ედიტს სამხრეთ ფერდობზე. განლაგებულია მდინარეების გაგნიასა (ქვაბლიანის მარცხენა შენაკადი) და კურცხანას (ოცხეს მარჯვენა შენაკადი) შორის. მას გააჩნია მსუბუქი ტალღოვანი რელიეფი, გუმბათისებური ამაღლებებით. პლატოს შუა ნაწილი დაკავებულია ბრტყელძირიანი ჩადაბლებით, ზომით 1-2კმ, რომელიც შემდეგ დაფარული იქნა ტბის წყლებით. ამ მონაკვეთის ასეთი ხასიათი განპირობებულია ტბიურ-აკუმულაციური პროცესებით. მკვლევართა დიდი ნაწილი ფერსათის პლატოს მიიჩნევს გაცილებით უფრო ფართო ლავური საფარის ნარჩენად, შემდგარს იამვე ლავებისგან რომელსაც ქმნის ერუშეთის მთიანეთის ზედა სტრუქტურებს.

პლატო აგებულია ანდეზიტო-დაციტური ლავებისაგან, რომლებიც ანალოგიურია ერუშეთს მთიანეთის ამგებელი ლავებისა. მოცემული კონცეფციის თანახმად, ფერსათის პლატოს ამგები ლავები ამოიფრქვევოდნენ მნიშვნელოვნად სამხრეთით – სამხრეთ-საქართველოს ვულკანურ მთიანეთში. იგი მისგან დაშორებულია 8-10კმ-ით და გამოყოფილია ქვაბლიანის ხეობით. თუმცა არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც ფერსათი წარმოადგენს ავტოქტონურ წარმონაქმნს.

ფერსათის პლატოს კიდების კედელთა სიმაღლე აღწევს რამდენიმე ათეულ მეტრს, რაც მას გიგანტური ბასტიონის სახეს აძლევს. ეს ყოველივე კი მოწმობს იმაზე რომ ფერსათის პლატო გაცილებით ვრცელი იყო ვიდრე დღეს, მისი შემცირება კი გამოიწვია ანდეზიტო-დაციტური საფარის დენუდაციურმა დანგრევამ.

მკვლევართა ნაწილი ფერსათზე მიუთითებს ძველმყინვარულ წარმონაქმნებზე. ფერსათის მეოთხეული გამყინვარების მომხრეთა შორის არის პ. დ. გამყრელიძე, ნ. ა. კანდელაკი, შ. ა. ცხოვრებაშვილი, გ. მ. მაისურაძე. მოცემული რაიონს გამყინვარებას უარყოფდა ბ. ა. კლოპოტოვსკი. ავტორთა პირველი ჯგუფის წარმოდგენები ფერსათის გამყინვარების შესახებ განსხვავებულია. გამყრელიძე და კანდელაკი ვარაუდობენ, რომ პლატო ვრცელი მყინვარული საფარით იყო დაფარული, საიდანაც სამხრეთით და სამხრეთ- აღმოსავლეთით მდ. ქვაბლიანის ხეობისკენ ეშვებოდნენ მყინვარული ენები, რომლებიც ჩამოდიოდნენ ზღვის დონიდან 1500-1600მ-მდე (ზემოთ სოფ. არზნე და სოფ. ფხეროსთან). ცხოვრებაშვილი მიუთითებს ბოლო მორენასა და ტროგს სოფელ ციხისუბანთან, 1560მ-ზე. მაისურაძე აღნიშნავს მორენებს და კარებს ფერსათის სამხრეთ-დასავლეთ სექტორში – სოფელ ნამინაურთან. მისი მოსაზრებით მყინვარი ჩამოდიოდა 1640მ-მდე. ფერსათის პლატოს მეოთხეული გამყინვარების ხასიათი, მისი დათარიღება (მიეკუთვნება თუ არა ის იურმულს, თუ უფრო ადრინდელ გამყინვარების ეპოქას) წარმოადგენს მომავლის კვლევის ამოცანას და საგანს.


წყარო

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რელიეფი და გეოდინამიკური პროცესები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები