ბაზიერთუხუცესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:38, 16 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაზიერთუხუცესი - მმართველობის ცენტრალური აპარატის მოხელე XVII-XVIII სს-ის საქართველოში. მას ებარა ნადირობასთან დაკავშირებული ყოველგვარი საორგანიზაციო და სამეურნეო საქმიანობა. ერთიანი ფეოდალური მონარქიის პერიოდში ამ საქმეებს მონადირეთუხუცესი განაგებდა, ხოლო საქართველოს დაშლის შემდეგ - ბაზიერთუხუცესი.

სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, „ბაზი“ შევარდენია, ხოლო „ბაზიერი“ - მეშევარდნე, შევარდენთა მწვრთნელი. ბაზიერთუხუცესი თავის საქმიანობას უძღვებოდა ბაზიერებისა და მეძაღლეთუხუცესის დახმარებით, რომლებიც იყოფოდნენ სხვადასხვა სახეობის მონადირე ფრინველთა და ძაღლთა მწვრთნელებად.

ბაზიერები სანადირო ფრინველთა გამოზრდა-გაწვრთნასთან ერთად პასუხისმგებელნი იყვნენ „საშევარდნო გადასახადის“ აკრეფაზეც. ბაზიერთუხუცესის უფლება-მოვალეობებს ეხება იოანე ბატონიშვილი თავის „კალმასობაში“: „ბაზიერთუხუცესი ყოველთა მონადირეთა უფროსია და ყოველი სანადირო ადგილნი, მინდვრისა თუ ტყისა, თუ ჭალისა, და ფრინველი მის ხელქვეშ უნდა იყოს, რომ უიმისოდ ვერავინ ინადირებდეს, მეტადრე ყარაიაზედ და იორშია“. ბაზიერთუხუცესს ჰქონდა ჩაბარებული „სანადირო ფრინველნი, სანადირო ძაღლნი ... მეძაღლეები და ბაზიერები“. ამრიგად, გარდა მონადირე ფრინველთა და ძაღლთა მოშენება-მოვლისა, ბაზიერთუხუცესის მოვალეობა ყოფილა მეფის სანადირო ადგილ-ნაკრძალების დაცვა, რასაც მის უწყებაში შემავალი ტყისმცველები და „ჯელგის კაცნი“ ემსახურებოდნენ.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოეჩინა ბაზიერთუხუცესს სამეფო სანადირო ზონების - ივრის ხეობისა და ყარაიის - დაცვის საქმეში. აქ მას მუდამ მზად უნდა ჰქონოდა სამეფოდ „შემოღობილნი ადგილნი და ნადირნი დამწყვდეულნი...“ (ოანე ბატონიშვილი). გარეშე პირებს, ბაზიერთუხუცესისაგან ნებართვის მიღების შემთხვევაში, მხოლოდ მთიან ზოლში შეეძლოთ ნადირობა. ბაზიერთუხუცესს წილი ჰქონდა მეფის სანადირო და სათევზაო ადგილებიდან მიღებულ შემოსავლებში, სანადირო წესების დამრღვევთა ჯარიმებში, ქალაქის საბაჟო გადასახდებში და, აგრეთვე, რიგითი ბაზიერებისა და ტყისმცველების შემოსავლებში.

Ad-403 1697 ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნი მიცემული სომხითის მელიქის მირიმანიძე ავთანდილ ქამარბეგისშვილის მიერ ზურაბ თუმანიშვილისათვის.
მ. სურგულაძე


ბაზიერთუხუცესები. XVII-XVIII სს.

  • აბაზაძე ზაალ - ბაზიერთუხუცესი 1610-იანი წწ.
  • პაპუა მუხრანისბატონიშვილი - ბაზიერთუხუცესი. 1627 წ.
  • ბაირამყული - ბაზიერთუხუცესი 1649-1652 წწ.
  • შიოშ - ბაზიერთუხუცესი XVII ს-ის პირველი ნახ.
  • დავით/დათუნა - ბაზიერთუხუცესი 1643-1669 წწ.
  • ბეჟან - ბაზიერთუხუცესი 1699-1725 წწ.
  • ორბელიშვილი ოთარ - ბაზიერთუხუცესი 1693-1699 წწ.
  • ერისთვიშვილი ავთანდილ - ბაზიერთუხუცესი 1693-1699 წწ.
  • გივი - ბაზიერთუხუცესი 1739-1741 წწ.
  • ზაალ - ბაზიერთუხუცესი 1741 წ.
  • აბაშიძე პაატა - ბაზიერთუხუცესი 1741 წ.
  • ავთანდილ - ბაზიერთუხუცესი 1741-1742 წწ.
  • დავით - ბაზიერთუხუცესი 1743 წ.
  • გივი - ბაზიერთუხუცესი 1739-1740 წწ.

წყაროები და ლიტერატურა

  • იოანე ბატონიშვილი 1936: 215-216;
  • დასტურლამალი 1970: 687-688;
  • სურგულაძე 1952: 222;
  • ჩხატარაიშვილი 1979: 172.
  • პალ 2015: 170; ქსის 1955: 366, 386;
  • მსეი 1953: 19, 37-38;
  • ქსძ 1970: 742-746;
  • სეა: ფ. 1450, დ. 35, ს. 43; დ. 25, სს. 36, 38; დ.4, ს.261; ფ.1449-2592; ხეც: Aდ-502, Aდ-503, Aდ-1421.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები