იაღი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''იაღი''' – [[აჭარა|აჭარის]] მაღალმთიანეთში დამარილებლი კარაქი, რომელსაც | + | '''იაღი''' – [[აჭარა|აჭარის]] მაღალმთიანეთში დამარილებლი კარაქი, რომელსაც [[კაიმაღი]]საგან ამზადებდნენ. მთაში ყოფნის დროს, როცა ნაწველიც ბევრი იყო, ხის [[გობი (ჭურჭელი)|გობებზე]] ანდა სხვა ჭურჭელში ჯერ კაიმაღს აგროვებდნენ, შემდგომ მას მოურევდნენ, გარკვეული დროის მანძილზე ხელით დღვებავდნენ და კარაქს ღებულობდნენ. ჭურჭელში სითხე რჩებოდა, რომელსაც წურუქი ეწოდებოდა. იმ მიზნით, რომ არ გაფუჭებულიყო, კარაქს ამარილებდნენ და [[გვარდა]]ში ინახავდნენ. იაღით სავსე გვარდას საჭრეთლით დააჭრელებდნენ. |
მიმდინარე ცვლილება 15:43, 14 თებერვალი 2020 მდგომარეობით
იაღი – აჭარის მაღალმთიანეთში დამარილებლი კარაქი, რომელსაც კაიმაღისაგან ამზადებდნენ. მთაში ყოფნის დროს, როცა ნაწველიც ბევრი იყო, ხის გობებზე ანდა სხვა ჭურჭელში ჯერ კაიმაღს აგროვებდნენ, შემდგომ მას მოურევდნენ, გარკვეული დროის მანძილზე ხელით დღვებავდნენ და კარაქს ღებულობდნენ. ჭურჭელში სითხე რჩებოდა, რომელსაც წურუქი ეწოდებოდა. იმ მიზნით, რომ არ გაფუჭებულიყო, კარაქს ამარილებდნენ და გვარდაში ინახავდნენ. იაღით სავსე გვარდას საჭრეთლით დააჭრელებდნენ.
[რედაქტირება] ლიტერატურა
ამენთეშაშვილი, 1937:175; მგელაძე, 1965:163.