გვარდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გვარდა

გვარდა − რძის პროდუქტების შესანახი ოვალური ფორმის ხის ჭურჭელი, ლურსმნის გარეშე, ხის სახურავითა და ფსკერით.

გვარდას ყველის, იაღისა და ყურუთის შესანახად იყენებდნენ. მას ნაძვის თხელი ყავრისაგან, ასევე, ცაცხვისაგან აკეთებდნენ. ანალოგიური დანიშნულებით ცნობილი იყო სასაპანლე ოთხკუთხა ყუთიც, რომელსაც ცხენს გადაკიდებდნენ და ტვირთი ასე გადაჰქონდათ. ხისაგან დამზადებული გვარდა კარაქს შეფერილობასა და გემოსაც აძლევდა. ვინც ნაძვის ანდა ცაცხვის ხისაგან ასეთ ჭურჭელს აკეთებდა „მეგვარდეს” ეძახდნენ. გვარდა აჭარის გარდა ჭოროხის ხეობის არაერთ კუთხეში იყო გავრცელებული. იგი გურიაშიც იყო ცნობილი.



ლიტერატურა

  • სახოკია, 1985:156;
  • ნიჟარაძე, 1948:105;
  • ჩიქოვანი, 1960:101;
  • მგელაძე, 1965:62;
  • ნიჟარაძე, 1971:145;
  • დავითაძე, 1974:80;
  • ქართულ კილო-თქმათა... 1984;
  • აჭარული დიალექტის... 1990:4;
  • კახიძე, 1990:61;
  • ქართული მატერიალური კულტურის... 2011:81.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები