მესხური დიალექტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''მესხური''', სამცხურ-ჯავახური, [[ქართული ენა|ქართული ენის]] [[დიალექტი]]. ისტორიულად მესხეთი, იგივე ზემო ქართლი, მოიცავდა [[სამცხე]]ს, [[ჯავახეთი|ჯავახეთს]], [[თორი (საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე)|თორს]], კოლა-არტაანს, [[ერუშეთი|ერუშეთს]], [[კლარჯეთი (ისტორიული მხარე სამხრეთ საქართველოში)|კლარჯეთს]], სპერს - ამ კუთხეთა მოსახლეობის მეტყველება იყო ისტორიული მესხური; დღეს მესხური მოიცავს სამცხისა და ჯავახეთის (ასპინძა, [[ახალციხე (ქალაქი ახალციხის მუნიციპალიტეტში)|ახალციხე]], ადიგენი, [[ახალქალაქი (ქალაქი ჯავახეთში)|ახალქალაქი]], ნინოწმინდა) ადგილობრივ მკვიდრთა მეტყველებას და იგი ისტორიული მესხურის მხოლოდ ნაწილია. სამეცნიერო ლიტერატურაში ტერმინი „მესხური“ ტრადიციულად იხმარებოდა სამცხის მოსახლეობის მეტყველების აღსანიშნავად. ცალკე დიალექტად განიხილებოდა ჯავახური. თანამედროვე გამოკვლევებში, ისტორიული ვითარებისა და ლინგვისტური მონაცემების გათვალისწინებით, სამცხური და ჯავახური ერთი დიალექტის – მესხურის კილოკავებად განიხილება.
+
'''მესხური''', სამცხურ-ჯავახური, [[ქართული ენა|ქართული ენის]] [[დიალექტი]]. ისტორიულად [[მესხეთი]], იგივე ზემო ქართლი, მოიცავდა [[სამცხე]]ს, [[ჯავახეთი|ჯავახეთს]], [[თორი (საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე)|თორს]], კოლა-არტაანს, [[ერუშეთი|ერუშეთს]], [[კლარჯეთი (ისტორიული მხარე სამხრეთ საქართველოში)|კლარჯეთს]], სპერს - ამ კუთხეთა მოსახლეობის მეტყველება იყო ისტორიული მესხური; დღეს მესხური მოიცავს სამცხისა და ჯავახეთის (ასპინძა, [[ახალციხე (ქალაქი ახალციხის მუნიციპალიტეტში)|ახალციხე]], ადიგენი, [[ახალქალაქი (ქალაქი ჯავახეთში)|ახალქალაქი]], ნინოწმინდა) ადგილობრივ მკვიდრთა მეტყველებას და იგი ისტორიული მესხურის მხოლოდ ნაწილია. სამეცნიერო ლიტერატურაში ტერმინი „მესხური“ ტრადიციულად იხმარებოდა სამცხის მოსახლეობის მეტყველების აღსანიშნავად. ცალკე დიალექტად განიხილებოდა ჯავახური. თანამედროვე გამოკვლევებში, ისტორიული ვითარებისა და ლინგვისტური მონაცემების გათვალისწინებით, სამცხური და ჯავახური ერთი დიალექტის – მესხურის კილოკავებად განიხილება.
  
 
ბგერითი შედგენილობის თავისებურებას ქმნის ჲ, ჶ, [[ფაილი:Uuuu.JPG|10პქ|]], [[ფაილი:Oo xazit.JPG|10პქ|]] ბგერათა არსებობა. ჲ უმეტესად ჲ → ჲ პროცესის შედეგადაა მიღებული აღმავალ და დამავალ [[დიფთონგი|დიფთონგებში]] (იაკობაჲ, დედაჲ), დ – გვაქვს ზოგიერთ შემოსულ სიტყვაში (ეჶდენდი) ან 1 სუბიექტური პირის ვ-ნიშნის ფონეტ. ვარიანტად
 
ბგერითი შედგენილობის თავისებურებას ქმნის ჲ, ჶ, [[ფაილი:Uuuu.JPG|10პქ|]], [[ფაილი:Oo xazit.JPG|10პქ|]] ბგერათა არსებობა. ჲ უმეტესად ჲ → ჲ პროცესის შედეგადაა მიღებული აღმავალ და დამავალ [[დიფთონგი|დიფთონგებში]] (იაკობაჲ, დედაჲ), დ – გვაქვს ზოგიერთ შემოსულ სიტყვაში (ეჶდენდი) ან 1 სუბიექტური პირის ვ-ნიშნის ფონეტ. ვარიანტად

მიმდინარე ცვლილება 13:47, 9 მაისი 2024 მდგომარეობით

მესხური, სამცხურ-ჯავახური, ქართული ენის დიალექტი. ისტორიულად მესხეთი, იგივე ზემო ქართლი, მოიცავდა სამცხეს, ჯავახეთს, თორს, კოლა-არტაანს, ერუშეთს, კლარჯეთს, სპერს - ამ კუთხეთა მოსახლეობის მეტყველება იყო ისტორიული მესხური; დღეს მესხური მოიცავს სამცხისა და ჯავახეთის (ასპინძა, ახალციხე, ადიგენი, ახალქალაქი, ნინოწმინდა) ადგილობრივ მკვიდრთა მეტყველებას და იგი ისტორიული მესხურის მხოლოდ ნაწილია. სამეცნიერო ლიტერატურაში ტერმინი „მესხური“ ტრადიციულად იხმარებოდა სამცხის მოსახლეობის მეტყველების აღსანიშნავად. ცალკე დიალექტად განიხილებოდა ჯავახური. თანამედროვე გამოკვლევებში, ისტორიული ვითარებისა და ლინგვისტური მონაცემების გათვალისწინებით, სამცხური და ჯავახური ერთი დიალექტის – მესხურის კილოკავებად განიხილება.

ბგერითი შედგენილობის თავისებურებას ქმნის ჲ, ჶ, Uuuu.JPG, Oo xazit.JPG ბგერათა არსებობა. ჲ უმეტესად ჲ → ჲ პროცესის შედეგადაა მიღებული აღმავალ და დამავალ დიფთონგებში (იაკობაჲ, დედაჲ), დ – გვაქვს ზოგიერთ შემოსულ სიტყვაში (ეჶდენდი) ან 1 სუბიექტური პირის ვ-ნიშნის ფონეტ. ვარიანტად ყრუ თანხმოვანთა წინ: დაეკარგე – დაჶკარგე…: Oo xazit.JPG და Uuuu.JPG ხმოვნები იშვიათად დასტურდება შემოსულ სიტყვებში, გვაქვს ქართულ ფორმებშიც: ჩOo xazit.JPGნ, თქვენთUuuu.JPGნ (იშვიათად). უფრო ხშირად Uuuu.JPG მიღებულია უ → ვი პროცესის შედეგად და დამოწმებულია იმ ფორმებში, სადაც ფონემატური სტრუქტურის აკრძალვის გამო პროცესი საბოლოო -ეი საფეხურამდე ვერ მიდის: პალOo xazit.JPGები, ძულOo xazit.JPGები, კალOo xazit.JPGები… U ori wertilit.JPG გვაქვს: თანხმოვანთგამყარად – კUuuu.JPGნიჟკა, ბUuuu.JPGრმა…, ან შემოსულ სიტყვებში –ყUuuu.JPGრათლი, ყUuuu.JPGსმათი…

ხმოვანთა ფონეტიკურ პროცესებს წარმართავს ქართული ენის ფონემატური სტრუქტურის თავისებურებით შეპირობებული, ენის ყველა ქვესისტემისათვის საერთო კანონზომიერება – ხმოვანთკომპლექსის მოშლისაკენ სწრაფვა. მესხურში ამ კომპლექსთა ცვლილება არ მიდის საბოლოო საფეხურამდე – ერთ ხმოვნამდე. მესხურის თავისებურებას შეადგენს ლაბიალური ხმოვნის შემცველი კომპლექსის ცვლილების გზა:
ა) სიტყვის თავში: ოა / უა (მუაწია); ოე / უე (მუელი);
ბ) სიტყვის ბოლოში: ოა / უა / U ori wertilit.JPGა /ვია (გაათხვია), ოე / უე / Uu xaziani.JPGე / ვიე (ვაძვიე), უა / U ori wertilit.JPGა / ვია (მოატყვია).

ასიმილაციას განიცდიან:
ა) ერთნაირი ღიაობისა და სხვადასხვა სერიის ხმოვნები: ოე / ეე (მეეტანა),იუ / უუ (მუუტანა)…,
ბ) მომიჯნავე ღიაობისა და ერთი სერიის ხმოვნები: აე / ეე (წეეღო), ოუ / უუ (მუუწვია).
პირველ შემთხვევაში დამსგავსება ხდება სერიის მიხედვით, მეორეში – ღიაობის მიხედვით. მორფემათა მიჯნაზე მესხურისთვის დასაშვებია შემდეგი ხმოვანთკომპლექსები; აუ, აო, აი, ოი, ეო, ეუ, იი, იე, ია. ასიმილაციით მიღებული ეე კომპლექსი კიდევ იცვლება დისიმილაციის გზით და გვაძლევს იე-ს (მოეტანა / მეეტანა/ მიეტანა).

თანხმოვანთა ფონეტიკური კომპლექსებიდან აღსანიშნავია ბაგისმიერთა ნ-თი შენაცვლება თანხმოვნისწინა ან ბოლოკიდურ პოზიციაში: მ -→ ნ, ე -→ ნ, ბ -→ მ -→ ნ, ფ -→ მ, ნ, პროცესის მოქმედების არე ფართოა და მოიცავს ბრუნების, უღლების, წარმოქმნის სისტემებს: დედანთილი, სავსე -→ სანსე, ამდგარი -→ ანდგარი, დედამ -→ დედან, აკეთამს -→ აკეთანს…

ყურადღებას იქცევს ხმოვანფუძიან სახელებთან -ი || ჲ ბრუნვის ნიშნის გამოვლენის კანონზომიერება. ბრუნვის ნიშანი დაჩნდება საკუთარ ან საკუთართან გაიგივებულ სახელებთან (დედაი, ნინოი) ყოველთვის, და -ა სუფიქსით ნაწარმოებ ზედსართავებთან, თუ ისინი საზღვრულის გარეშე არიან წარმოდგენილი (კუნტილიაი არ ჩაანს.), ან შედგენილი შემასმენელის სახელად ნაწილს წარმოადგენენ (მტირალაია). ამასთან, -ი გვაქვს უპირატესად მახვილიან, -ი კი – უმახვილო პოზიციაში.

მოთხრობითში ხმოვანფუძიან სახელებთან ბრუნვის ნიშნად ხმოვანს -ნ მოსდევს: მამან, პეტრენ… - მ გამოჩნდება მაშინ, როცა ბრუნვის ნიშანს ხმოვანი მოსდევს: მამამაც, პეტრემაც-. მიც. ბრუნვის ნიშნის გვერდით გვაქვს მისი ვარიანტები -ჰ, ჲ; ნათესაობითში თანხმოვანფუძიანებთან და კვეცად სახელებთან გვაქეს -ის/-იჰ/-ჲ ნიშნები, უკვეცელი სახელები კი გვიჩვენებენ -ს, -ჰ, -ჲ ბრუნვის ნიშანს.

მსაზღვრელ-საზღვრულის ბრუნებისას, სახელობითი და წოდებითი ბრუნვების გარდა, მსაზღვრელი ყველა ბრუნვაში ფუძის სახით არის წარმოდგენილი (დიდ ბიჭმა, დიდ ბიჭს, დიდ ბიჭის, დიდ ბიჭად). ნარიანი მრავლობითი უმეტესად ზედსართავისა და რიცხვითი სახელის მრავლობითობის აღნიშვნისას გვხვდება, როცა ისინი შედგენილი შემასმენლის სახელად ნაწილად არიან წარმოდგენილი (ორნი ვაართ, მარტონი არიან…)

თემის ნიშნების უნიფიკაცია შორს არის წასული – ყველა შესაძლო პოზიციაში (თანხმოვნური სუფიქსის წინ ან ბოლოკიდურად) გაბატონებულია -ავ, -ამ, -ებ, -ობ, -ოფ თემის ნიშანთა ნარიანი ვარიანტები: -ან, -უნ, -ონ. ამასთან, -ან სუფიქსი უპირატესად გვხვდება ყველა დანარჩენის მონაცვლედ. მესხურის ზოგიერთ თქმაში ნარიანი სუფიქსების გვერდით გვაქვს -ამ, -ემ, -ომ სუფიქსთა გაბატონების გამოხატული ტენდენციაც. გამონაკლისს წარმოადგენს უდე-არალური თქმა: ვიღამ, ვიგამ…

უწყვეტელში -ავ-იან ზმნებთან -ენ თემისნიშნიანი ფორმები გვაქეს: ვხატენდი, ეწერენდი, ვკერენდი (შდრ. ძვ. ქართ. ვმალავ – ვმალევდ). უმარცვლოფუძიან ზმნებთან -ან და -ენ თემისნიშანთა განაწილების გარკეეული კანონზომიერება შეინიშნება: გრგან/ვრგენ, ვრწყან/ვრწყენ- მაგრამ ვაქენ, ვაღენ- (შდრ: დარგო/დარგა და აქო, აღო…).

კავშირებითი კილოს საწარმოებლად გამოყენებულია ნა | | და (უნდა) ნაწილაკი: წავიდენა, -→ ნა წავიდე. დადასტურებულია ე.წ. თხოვნითი ბრძანებითი, გამოხატული II კავშირებითის ფორმით: მოიტანო! წახვიდე!

მეურნეობის დარგობრივი მრავალფეროვნება, ყოფა-ცხოვრების სტილი განაპირობებენ მესხურის ლექსიკურ თავისებურებებს. მრავალსაუკუნოვანმა უცხოენოვანმა გარემოცვამ ყველაზე დიდი კვალი ლექსიკას დააჩნია – მესხურში ბევრი - თურქიზმი და სხვა უცხოენოვანი ბარბარიზმი გვხვდება; მიუხედავად ამისა, მესხურის ლექსიკა უჩვეულოდ მდიდარია და ბევრ არქაულ და სპეციფიკურ ფორმას ინახავს.

მესხთა დინჯი, დარბაისლური მეტყველება წარმოაჩენს სამეტყველო სტილის მდიდარ საშუალებებს; ლამაზი, სხარტი, დახვეწილი და მოქნილია მესხურის ფრაზეოლოგია.

მ. ბერიძე


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • მაისურაძე ი. ძირითადი ფონეტიკური მოვლენები მესხურში. – „გორის ნ. ბარათაშვილის სახ. სახელმწ. ჰედ. ინ-ტის შრომები“, 1942;
  • ძიძიგური შ. მესხური დიალექტი. – იხ. მისი: ქართული დიალექტოლოგიური ძიებანი, თბ. 1970;
  • ლომსაძე შ. სამცხე-ჯავახეთი (XVIII-XIX სს), თბ., 1975
  • მარტიროსოვი ა. ქართული ენის ჯავახური დიალექტი, თბ., 1984;
  • ბერიძე გრ. ქართული ენის ჯავახური კილო, თბ., 1988;
  • ჯორბენაძე ბ. ქართული დიალექტოლოგია, I, თბ. 1989;
  • ბერიძე მ. სამცხურის ძირითადი თავისებურებანი. საკანდ. დისერტაცია, თბ., I994.

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები