ხალხური: მონადირე ხარირემზე

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



გაზაფხულ იყო მაშინა,
ახლად ყოოდნენ იანი,
   
ყოოდნენ
(დიალექტ.) - ყვაოდნენ
ეწვდება მწვანე ბალახსა
ხარი ირემი, რქიანი.
პირდაპირ მოყმე ჩამაჰყვა,
პირქუში, მშვილდისრიანი,
გაიგო ხარმა, ირემმა,
რქებმა წაიღო ზრიალი,
გაქცეულს გამააყოლა,
დიდხანს ვერ ივლის ტიალი.
მკერდს მაჰხვდა, გულზე უწია,
     
თვალები დაშჩა წყლიანი.
– შე უღმერთოო, რად მამკალ,
შენთვის რა მიქნავ ზიანი?
შენაც ჩემსავით მაჰკვდები,
ველზე შაგჭამენ ჭიანი.
    დაშჩა (დიალექტ.) - დარჩა

მიქნავ (დიალექტ.) - მიქნია