ხალხური: ხვარამზეს ლექსი

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



ვერცხლის თასადამც მაქცია,
რო ღვინით აგევსებოდი,
დაფერილი მქნა წითლადა,
შამსვამდი, შაგერგებოდი.
ანა მქნა ვერცხლის სათითე,
რო ხელზე ჩაგედებოდი;
     
ანა მქნა ოქროს ბურთვაი,
კალთაში ჩაგეშლებოდი;
ან ვერცხლის ფულად მაქცია,
ჯიბეში ჩაგეყრებოდი!
ან შენი ნამგლის ყანა მქნა,
    ოქროს ბურთვაი/ოქროს ბურთვი - ვაჟიშვილი ხატის ენაზე (გ. ხორნაული).
რო ფხაზე შაგეჭრებოდი;
ანა მქნა ვარდი ყოილი,
რო პირზე დაგეყრებოდი;
    ფხა - საჭრელი იარაღის პირი (დანისა, ხანჯლისა, ხმლისა, ცულისა, ნამგლისა).
ანა მქნა მოის პერანგი,
რო გულზე დაგადნებოდი!
ან შენი ძმა მქნა მოწილე,
აროდის გაგეყრებოდი;
    მოი - წითელი ფერის აბრეშუმი.
ან შენი ნანდაური მქნა,
გულს ჯავრად ჩაგეჭრებოდი!
ძალიან დაწუხებული
გზაზედამც შაგეყრებოდი!
    ნანდაური - საყვარელი, სასურველი (რაზიკაშვილი); ვინც მინდა, ვინც მსურს, ვინც მიყვარს, ვინც მომწონს (აკ. შანიძე).
დაწუხებული - მონატრებული.