აბნაინცვაჰა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა-ბნაინცვაჰა (აფხ. Абнаанцәаҳа) — ტყის ღმერთი, რომელიც ტყეში ცხოვრობს და მის ბინადართ განაგებს. აფხაზი ტყეში შესვლის ან იქ ღამის გათევის შემთხვევაში აბნა ინცვახუს მფარველობას შესთხოვს. აფხაზების ყოფაში ბოლო ხანებამდე წესად იყო მიღებული ყოველი ათასი სული საქონლიდან ასი ტყეში გაეშვათ ამ ღვთაების სახელზე, რასაც ისინი მათი წინაპრებისაგან, ნართებისაგან, მომდინარედ მიიჩნევდნენ (ნართულ გადმოცემებში დაცული ეს ჩვეულება ერთადერთი ცნობაა ნართებში მსხვერპლშეწირვის არსებობის თაობაზე).

ნადირობისა და გარეული ცხოველების მფარველი აფხაზური ღვთაება („ა-ჟვეიფშაა“) ზოგჯერ „აბნა ინცვაჰად“ იწოდება. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ადიღეელების ღვთაება მეზითჰა ნადირთა მფარველის გარდა ტყის ბატონადაც ითვლებოდა, „აბნა ინცვაჰა“ შეიძლება აჟვეიფშაას მეორე სახელადაც მივიჩნიოთ.


ლიტერატურა

  • С. Т. Званба. Этнографические этюды. Сух., 1955;
  • Д. И. Гулия. Божества охоты и охотничий язык у абхазов (К этнографии Абхазии). Сухуми, 1926;
  • Н. С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960;
  • Г. Ф. Чурсин. Материалы по этнографии Абхазии. Сух., 1957;
  • Л. Х. Акаба. У истоков религии абхазов. Сух., 1979;
  • А. Миллер. Из поездки по Абхазию в 1907 году. – МЭР. С.-Пб., 1910. Т. I,;
  • Приключения нарта Сасрыквы и его девяноста девяти братьев. М., 1962; Сух., 1988.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები