აგნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აგნი − ცეცხლის ღმერთი

აგნი − (ინდ.) „ცეცხლი“, ინდურ მითოლოგიაში და რელიგიებში ცეცხლის ღმერთი, ძე ბრიჰასპატისა, რომელიც ცხადდება სამსხვერპლო და საოჯახო კერიის ცეცხლის სახით.

აგნი შუამავალია ადამიანებსა და ღმერთებს შორის, რასაც ის მსხვერპლშეწირვისას განახორციელებს. მისი ადგილი სამყაროს ცენტრად არის წარმოდგენილი: „სადაც აგნის ცეცხლი ანთია, იქ სამყაროს ჭიპია“, ნათქვამია უპანიშადებში. იგი იბადება წყალში, ცაში, საკუთარი თავიდან, ორი საგნის ხახუნის შედეგად, რაც ჩასახვის პროცესს განასახიერებს. მისი მშობლები ცა და მიწაა. აგნი ესწრება საქორწინო რიტუალს, როგორც მისი წარმმართველი და მფარველი.

აგნი, როგორც მსხვერპლშეწირვის მთავარი და აუცილებელი მონაწილე, „ღმერთების ბაგედ“ იწოდება. იგია ჭეშმარიტება, რომელიც ყოველი ქმნილების გულის სიღრმემდე აღწევს. არაფერია ქვეყანაზე ისეთი, რაც მისთვის საიდუმლოა. ამიტომ ღმერთები მას ხშირად აგზავნიან დაკარგულის საძიებლად ან რაიმე საიდუმლოს გასაგებად. ამ დროს იგი სხვადასხვა არსებათა, მათ შორის, მშვენიერი ქალწულის ან მტრედის სახეს იღებს. აგნი მოივლის ქვეყნიერების ყველა წყალს, გაჩხრეკს ოკეანის კუნჭულებს, ზღვებს, ტბებსა და მდინარეებს და იპოვნის გაუჩინარებულ ინდრას. როდესაც ქალღმერთი კალი შექმნეს ღმერთებმა, აგნიმ მას თვალი მისცა. აგნის ეტლში ცეცხლოვანი ცხენებია შებმული.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები