კალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კალის ბრძოლა დემონთან.
ქვა (VIII ს.).

კალი − (ინდ.) „შავი“, ქალღმერთი, რომელიც ღმერთების რისხვისგან იშვა. როცა ასურებმა ღმერთები დაამარცხეს და მათმა წინამძღოლმა მახიშამ ინდრა ჩამოაგდო და თავად გამეფდა სამყაროზე, ციდან განდევნილი ღმერთები შეიკრიბნენ და მათი ერთობლივი რისხვისგან წარმოშობილ ცეცხლოვან ღრუბელში, რომელმაც მთელი სამყარო გაანათა, ჩაისახა მრისხანე კალი − ღმერთების შურისმგებელი. თითოეულმა ღმერთმა მას თავისი ძალა მიჰმადლა, ყველამ თავისი საჭურვლით აღკაზმა. შივამ მას თავისი სამკაპი მისცა, ვიშნუმ − საბრძოლო ბადრო, აგნიმ − შუბი, ინდრამ − თავისი ძლევამოსილი ვაჯრა, იამამ − კვერთხი, ვარუნამ − მარყუჟი, სურიამ − თავისი სხივები, კუბერამ − ღვინით სავსე თასი... და ლომზე ამხედრებული ქალღმერთი გაემართა ასურებთან საბრძოლველად.

კალიმ, ათასხელიანმა, მუსრი გაავლო ასურებს, მოკლა მათი წინამძღოლი მახიშა, რომელიც მაქციერობით დიდხანს ეწინააღმდეგებოდა კალის და აღუდგინა ღმერთებს სამყაროზე მეუფება.




წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები