ავაზანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავაზანი

ავაზანი – ძველად ეს იყო წყლის რეზერვუარი ესთეტიკური დანიშნულებისათვის, ჩვეულებრივ მდიდრულ სასახლეებში. ავაზანთა გაკეთება მიღებული იყო საქართველოში. ავაზნებს ამკობდნენ მარმარილოთი და შადრევნებით. იოანე შავთელს საქართველოს მეფის სასახლეზე ნათქვამი აქვს: „მტილ-სამოთხენი, თვალთ სამოთხენი, ზედ ავაზანთა შექმნულობანი“. შემდგომში ავაზნები ეწოდათ წყაროებთან დადგმულ ხის ან ქვის დიდ გობებს, გეჯებს, რომლებსაც საქონლის დასარწყულებლად, სარეცხისთვის ან სხვა საოჯახო და სამეურნეო სამქიანობისთვის იყენებდნენ. ასეთი ავაზნების საუკეთესო ნიმუშები საქართველოში დასტურდება, მაგ., ჯავახეთში, სოფ. საროში.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები