ავტოგენური შედუღება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავტოგენური შედუღებალითონთა ჭრა-შედუღება მაღალი ტემპერატურით, რომელიც მიმდინარეობს ჟანგბადის ჭავლში შერეული წყალბადით ან აცეტილენით. შესადუღებელი ელემენტების პირაპირს წვადი აირი და ჟანგბადი მიეწოდება შლანგების საშუალებით, რომლებიც მიერთებულია სანთურასთან. სანთურაში ონკანების დახმარებით ხდება ამ აირების შერევა (დოზირება) და ალის სახით მიმართვა შესადუღებელ პირაპირზე. ერთდროულად პროცესში ჩართულია მისართი მავთული (ღერო). მაღალი ტემპერატურის (2000-3500°C) გავლენით შესადუღებელი ელემენტების კიდეები და მისართი მავთული ლღვება და მიიღება თანაბარმტკიცე შეერთება. ავტოგენური ალის ჭავლი წარმატებით გამოიყენება ლითონების საჭრელ სამუშაოებშიც.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები